in

Bentley-მ 1930-წლის მოდელი ხელახლა ხელით შექმნა

ამგვარად, Bentley წარსულს აცოცხლებს და თავის საკულტო 1930 წლის Speed Six-ს თანამედროვე სამყაროს წარუდგენს. დიახ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ. იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ვინტაჟური, მდიდრული მანქანები იზიდავთ, თუმცა ეკონომიკური მხარეც ასეთი წარმოსადეგი უნდა ჰქონდეთ, რადგან ფასი 2 მილიონი დოლარია. თანაც მხოლოდ 12 ცალი დამზადდება… 

BOG
BOG

თავდაპირველი დიზაინის ჩანახატებსა და მასალებს ეყრდნობა, ამ 12-დან ერთი კი სატესტო მოდელი იყო, რომელიც Car Zero-ს სახელით გაგვაცნეს — 1930-წლიანი წინაპრის მსგავსად, 6.5-ლიტრიანი ძრავითაა წარმოდგენილი, რომელიც 205 ცხენის ძალას გვთავაზობს. შესაძლოა, ეს მეტად მოკრძალებული მაჩვენებელი იყოს სუპერ მანქანების თანამედროვე სამყაროში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20-იან წლებში საუკეთესო შედეგს წარმოადგენდა — ძრავა იყო, რომელიც Bentley-ს 1929 და 1930 წლების Le Mans-ის რბოლებში დაეხმარა, დაადასტურა, არამარტო სისწრაფე, არამედ მისი ხარისხი მსოფლიო დონეზე… 

ამგვარად, Speed Six თუ ადრე ლეგენდა იყო, ახლა იგი კიდევ ერთხელ ბრუნდება გზებზე. როგორც უკვე გითხარით, მსგავს ტექნიკასა და დიზაინს მიმართავენ, რომელიც პირველად თითქმის საუკუნის წინ შემოგვთავაზეს. მიუხედავად ამისა, 600-ზე მეტი ახალი ნაწილი დასჭირდათ მანქანის 6-ცილინდრიანი ძრავისთვის, რომელიც ორიგინალის მსგავს შედეგს უზრუნველყოფდა…

რაღა თქმა უნდა, Speed Six-ის გაცოცხლებას წინ მრავალი კვლევა უძღოდა, არქივების შესწავლა და კონსულტაციები Bentley Heritage Collection-დან. სატესტო რბოლაც გაიარეს… მანქანის თითოეული ნაწილი კი ხელით შექმნეს, დაწყებული ძრავიდან ტყავის სალონამდე. შედეგად, შემოგვთავაზეს ავტომობილი, რომელიც პატივს მიაგებს ბრენდის მდიდარ ისტორიას.

თითოეული მანქანის შექმნას 10 თვე სჭირდება, 12 ერთეული კი მზად 2025 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს…

Apple ახალ iPad mini-ს უშვებს — წინასწარი შეკვეთები დაწყებულია

WWF-ის პოსტერები ბუნებაში სეირნობის მიზეზებს გვაძლევს