30
May
2017

ახალი ხედვა! სლოგანები, რომლებიც სხვაგვარად ჟღერს, სხვა სიტუაციაში – ბექა გიორგაძის პოსტერები

30 May 2017

ამ ფრაზებს, ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა, ამგვარი სახით, ალბათ არასოდეს წარმოგვიდგენია. გრაფიკულმა დიზაინერმა ბექა გიორგაძემ ამ სლოგანებს თავისებური დატვირთვა მისცა და პოსტერების სერია შექმნა.

 

ბექა გიორგაძე: “ქალაქში სეირნობისას, ქუჩებში, ყველგან გვხვდება სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და რა თქმა უნდა, მათზე დატანილი სლოგანები. იმდენად ხშირად, რომ თითქმის ვიზეპირებთ მათ. ესაა ყოველდღიური რუტინული ფრაზები, სარეკლამო რგოლები, რადიორეკლამები. ჩემი პროექტით ვეცადე გამეხალისებინა ეს ჩვეული ყოველდღიურობა! ვეცადე შემექმნა რამე ისეთი, რაც სრულიად შეგვიცვლიდა წარმოდგენას უკვე არსებულზე, თანაც შეგვიცვლიდა უკეთესისკენ, პოზიტიურისკენ!

ფიქრის შედეგად, მივაგენი იმ გამოსავალს, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ჩანაფიქრის განხორცილებაში. ჯერ წარმოვიდგინე ერთი ცნობილი კომპანიის სლოგანი, იმ შემთხვევაში, თუ ის რადიკალურად შეიცვლიდა პროფილს და „კონდომების“ წარმოებას დაიწყებდა. გამეცინა, მართლა გამეცინა. მერე წარმოვიდგინე სხვებიც და თანდათან ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან მაგარი, ძალიან მხიარული და პოზიტიური გამომდიოდა! ბოლოს და ბოლოს, შევკრიბე რამდენიმე ვარიანტი და „გამოვაცხვე“ პროექტი სახელწოდებით „ახალი ხედვა“, რომელშიც თქვენ იხილავთ პოპულარულ ქართულ ბრენდებს და მათ სლოგანებს სრულიად ახლებურად!”

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] გიორგაძემ, სანამ ქართული პოსტერების სერიის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, […]