in

საკულტო კლუბი Berghain BASSIANI-ს ღამეს უმასპინძლებს

2019 წლის 25 იანვარს, საკულტო კლუბი Berghain BASSIANI-ს შოუქეისს უმასპინძლებს, სადაც HVLKancheliZittoNdrxAnastasia KristensenMachine womanTemp-Illusion და ანონიმური სტუმარი დაუკრავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბასიანის“ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. ღონისძიება ბერლინში, მუსიკისა და ხელოვნების სახელგანთქმულ ფესტივალ CTM-ის ფარგლებში ჩატარდება. 2019 წელს, ფესტივალის 20 წლის იუბილეა. აღსანიშნავია, რომ „ბასიანის“ ღამეს CTM-ის გახსნის დღე დაეთმობა.

BOG
BOG

CTM თანამედროვე ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც 10 დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს. ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და განსხვავებული გენდერული იდენტობის, კულტურული გამოცდილებისა და გეოგრაფიული წარმომავლობის მქონე ადამიანებს აერთიანებს.

ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის მორიგი პრინტ კონკურსი გაიმართა

Microsoft Office-ის ქართული ვიდეოგაკვეთილები უფასოდ! – გიორგი დათუკიშვილის Youtube-არხი