3
Aug
2018

BERLIN ATONAL-ის მუსიკალურ პროგრამას 4 ქართველი ელექტრონული მუსიკის არტისტი შეემატა

3 Aug 2018

22 – 26 აგვისტოს, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის BERLIN ATONAL პროგრამის დასკვნით ნაწილში კიდევ ოთხი ქართველი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. აქამდე, ცნობილი იყო, რომ ფესტივალის გახსნის დღეს, ელექტრონული მუსიკის ქართველი პირონერი NIKAKOI დაუკრავდა. მის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი დიჯეი HVL, პროდიუსერი და დიჯეი NIKA J, ბაკურ მეტრეველის და სანდრო კოზმანიშვილის დუეტი OCHTACHORON და ირაკლი შონია პროექტით ESI. ESI და OCHTACHORON ფესტივალზე ერთობლივი პროგრამით FEAR POLLUTION წარდგებიან.

აღსანიშნავია, რომ HVL (გიგი ჯიქია) ლეგენდარულ კლუბში TRESOR, ჰამბურგელ პროდიუსერთან HELENA HAUFF, ტექნო არტისტთან SIGHA და ლეიბლის ECTOTHERM ერთ-ერთი დამფუძნებელთან COURTESY ერთად დაუკრავს.

„მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მეძლევა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სშუალება. „ათონალზე“ პირველად 2014 წელს მოვხვდი და ის დღემდე რჩება ჩემთვის საუკეთესო ფესტივალად, რასაც დავსწრებივარ“, – გვიყვება გიგი ჯიქია (HVL).

ცნობილ ფესტივალს – BERLIN ATONAL მრავალწლიანი ისტორია აქვს. ის 1982 წელს, დიმიტრი ჰეგემანმა დააარსა.

განხილვა