7
Feb
2019

ბერლინალეს კინოფესტივალი იხსნება, რომელზეც ქართული ანიმაციური ფილმია წარდგენილი

7 Feb 2019

დღეს, 7 თებერვალს “ბერლინალეს” 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება, რომელზეც ქართული ანიმაციური ფილმი “ომის იავნანაა” წარდგენილი. მისი შემქმნელი გერმანიაში მოღვაწე იანა უგრეხელიძეა. ფილმი აფხაზეთის კონფლიქტის მოტივებზეა გადაღებული და მასში ბავშვის თვალით დანახული ომია ასახული.

mBank QR
mBank QR

რაც შეეხება ბერლინალეს კინოფესტივალს, მასზე წელს 23 ფილმია წარდგენილი. იგი 1951 წელს დაარსდა, პირველი ფესტივალი კი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმ “რებეკათი” გაიხსნა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციად იქცა და წელს იგი 69-ედ ჩატარდება.

განხილვა