in

„ნისლის ოსტატი” – ავტოსპორტის ლეგენდა Audi-დან

გერმანული ავტოისტორია მრავალ წარმატებულ მრბოლელს ითვლის, თუმცა მათგან ერთ-ერთი პირველი ბერნდ როზემეიერია. ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, წარუშლელი კვალი დატოვა ამ დარგში და Audi-ს ლეგენდად იქცა.

რაღაც ყოველთვის სახლიდან იწყება…

ბერნდ როზემეიერი 1909 წლის 14 ოქტომბერს გერმანიაში დაიბადა. მის მამას ავტოფარეხი და მანქანების სარემონტო მაღაზია ჰქონდა, სადაც ბერნდიც მუშაობდა. სწორედ აქ შეიყვარა და დაუმეგობრდა მოტოციკლეტებსა და მანქანებს. ბავშვობაში მან რბოლებში მონაწილეობა ველოსიპედით დაიწყო და ძირითადად, სამოყვარულო შეჯიბრებებში მონაწილეობდა. 

ამის მერე იგი მოტოციკლეტებზე გადავიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ რბოლის მომავალი მანქანებშია და ორის ნაცვლად ოთხ ბორბალზე გადავიდა. მისმა ნიჭმა მალე მიიპყრო დიდი ორგანიზაციების ყურადღება და ის Auto Union-ის სარბოლო გუნდის წევრი გახდა ისე, რომ თითქმის არც ჰქონდა გამოცდილება ამ ტიპის მანქანებით ტრასაზე სიარულში. 

Auto Union-ის უკანაძრავიანი მანქანები, რომლებსაც Silver Arrows-ს ეძახდნენ, ძნელად სამართავი იყო, ისინი 500 ცხენის ძალას ფლობდა და მხოლოდ როზემეიერმა და ერთმა იტალიელმა ლეგენდამ ტაზიო ნუვოლარიმ შეძლეს მათი „მოთვინიერება”. 

პირველი შეცდომა და გამარჯვება

საინტერესოა ის, რომ როზემეიერმა ნიურბურგრინგის გრან-პრიზე მონაწილეობისას, როდესაც ის უკვე თითქმის ფინიშის ხაზთან იყო მიახლოებული, მან მოულოდნელად შეცვალა სიჩქარე გადაცემათა კოლოფზე და უკან დაიხია, რამაც, რა თქმა უნდა მისი მარცხი გამოიწვია. 

თუმცა ეს შეცდომა მომდევნო წლებში იმავე გრან-პრის ზედიზედ სამჯერ მოგებით გამოასწორა. აგრეთვე, 1935 წელს მან პირველი გრან-პრი მოიგო ჩეხეთში (მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში). 

„ნისლის ოსტატი“

განსაკუთრებული პოპულარობა მას ევროპის ჩემპიონატის მოგებამ მოუტანა 1936 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ მას ასპარეზობა ნისლიან ამინდში მოუწია და გამარჯვება მაინც მოახერხა, ხალხმა მას „ნისლის ოსტატი” შეარქვა. რბოლის მეორე ნაწილში, ტრასის ზოგიერთ ნაწილში, პირობები თითქმის შეუმჩნეველი იყო და ორგანიზატორები რბოლის შეჩერებას აპირებდნენ, თუმცა როზემეიერმა ფანტასტიკური ტემპით იარა.

მრბოლელის ერთგული ავტომობილი

წინა მხარეს გამოსახული ოთხი ბორბალი რომელი ბრენდის ნიშანია, ყველამ კარგად ვიცით. Audi იყო ის მანქანა, რომლითაც როზემეიერი თავის ბრწყინვალე მანევრებს ასრულებდა და ეს ადამიანი რბოლის ეტალონად აქცია. 

ბრენდი დღემდე დიდი პატივისცემით იხსენებს როზემეიერს და მას თავის ლეგენდარულ მრბოლელს უწოდებს. მის მიერ ტრასაზე დადგმული წარმოდგენები ყოველთვის შთამბეჭდავი იყო. Audi-ს მანქანები, რომლებსაც ის ატარებდა, 370 კვტ სიმძლავრეს მოიცავდა და საკმაოდ რთულად სამართავი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, მოეგო 4 ევროპული გრან-პრი და ერთიც ამერიკული.

მოულოდნელად შეწყვეტილი კარიერა

როზემეიერი კიდევ ბევრ დიდებულ შოუს გვიჩვენებდა, რომ არა ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც დაასრულა როგორც მისი კარიერა, ისე სიცოცხლე 28 წლის ასაკში. 

1938 წლის იანვარში ფრანკფურტსა და დარმშტადტს შორის ტრასაზე მან დაამყარა სიჩქარის რეკორდი – 432 კმ/სთ. მიღებულმა შედეგმა ის კიდევ უფრო გაათამამა და გადაწყვიტა, რეკორდი გაეუმჯობესებინა. უფრო მაღალი სიჩქარის მიღწევის მცდელობისას მან დაკარგა კონტროლი მანქანაზე და ტრაგიკულად დაიღუპა.

იმის მიუხედავად, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა, როზემეიერის წარმატებებმა და უნიკალურმა პერსონამ უამრავი ადამიანის გული დაიპყრო. დღეს იგი ავტოსპორტის ცნობილი სახეა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დემონების განდევნა თუ თერაპია — რატომ აკეთებდნენ ხვრელს ადამიანის თავის ქალაში?

„წავკისი პანორამა“, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვადაზე ადრე სრულდება