ბრენდ საკონსულტაციო სააგენტო Branding.ge-მ ღვინის კომპანია „ბესინის“ საექსპორტო ღვინო „დალიეს“ სახელწოდენა და შეფუთვა შექმნა. ეტიკეტის კონცეფციის შთაგონებად იქცა მე-17 საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-ილუსტრატორის, მამუკა თავაქარაშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები და სწორედ ამ მინიატურების მოტივებზე შეიქმნა ქართული პერსონაჟები, რომლებიც ყოფით სცენებში არიან გამოხატულნი.
Branding.Ge-ს ვიზუალური პროექტების მენეჯერი ქეთი ჩუბინიძე: „საექსპორტო ბრენდი უნდა გაგვეკეთებინა რუსეთის ბაზრისთვის. ვიმუშავეთ ნეიმინგის ნაწილზე და გვინდოდა, რომ სახელი და ჟღერადობა ყოფილიყო ქართული, ამავდროულად, მარტივად წარმოსათქმელი. მოცემულობა იყო, რომ რუსეთის ბაზრის თაროზე, ქართული ღვინის წარმომავლობა მკაფიოდ ყოფილიყო გამოხატული. ამიტომაც, პერსონაჟები გავშალეთ სხვადასხვა სცენაში და გავაკეთეთ 4 განსხვავებული შეფუთვა: პრემიალურებზე გვაქვს ნადირობის სცენები, ასევე, გავაკეთეთ ქალისა და მამაკაცის ყოფითი და მხედრის ვიზუალები.
Credits:
Agency: branding.ge
Client: BESINI
Project manager: Tata Gordeladze
Art Director/Designer: Maka Chichinadze
Visual Identity Projects Supervisor: Keti Chubinidze