in

Besmart BE SMART!

besmartსალამი მკითხველო. მინდა თავიდანვე დავაფიქსირო, რომ არ მივეკუთვნები არც swoop-team-ს და არც besmart-team-ს. ბუნებრივია მეც, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს არ მომეწონა რაც სვუპმა გააკეთა (და მარკეტერის წინა სტატიაში ჩემმა კოლეგამ ფარდა ახადა). მერე რა მოხდა, ყველანი რაღაცას ვაკოპირებთ, ეს ნორმალურია და ადამიანია ისიც, არ მიაქცია ყურადღება, რომ ბისმარტის საკონტაქტო ინფორმაცია დააკოპირა. მივესალმები თვითონ სტატიას, რადგან ეს გამოაფხიზლებს სვუპსაც და სხვა კომპანიებსაც, მეტი ყურადღებით მოეკიდებიან დასაპოსტ კონტენტს.

ახლა ბისმარტზე..

კი, დავინახეთ რომ სვუპს შეეშალა, რაღაც გამორჩა და ვერ გაითვალისწინა, მაგრამ..

მაგრამ ძალიან ცუდად მომხვდა თვალში ბისმარტის და ბისმარტელების პოზიცია, არაპროფესიონალურად და არაკოლეგიალურად. შეგიძლიათ გადახედოთ მათ კომენტარებს და თავადაც შეგექმნებათ შთაბეჭდილება.

მეც, ისევე როგორც უმეტეს თქვენგანს, წინა სტატიამდე ბისმარტის შესახებ გაგონილიც არ მქონდა. ავდექი და შევედი, ყოველთვის საინტერესოა ბაზარზე ახალი კომპანიის აღმოჩენა, მითუმეტეს ისეთის, რომელიც სვუპს ექიშპება ბაზრის წილს.

კარგი კომპანიაა, დახვეწილი დიზაინით და მიმზიდველი შეთავაზებებით.. ხაზს ვუსვამ, მიმზიდველი შეთავაზებებით…

დამაეჭვა ზედმეტად გაბერილმა პროცენტებმა, უბრალოდ კალკულატორი მოვიმარჯვე და იხილეთ შედეგები. უბრალოდ დროის სიმცირის გამო აღარ განმიხილავს ყველა შეთავაზება, ფაქტია, რაღაც პერიოდიდან დაიწყეს პროცენტების გაბერვა, მანამდე არ იყო. თვალის ასახვევად ვხედავთ წარწერას, მაგ: „ფასდაკლება 70%-მდე“, მაშინ, როდესაც რეალური ფასდაკლება 60%-ია. აქ ალბათ გადამწყვეტ როლს (ანუ გამამართლებელი პოზიციისთვის აუცილებელ არგუმენტს) სუფიქსი „-მდე“ თამაშობს. მაგრამ ეს „მდე“ მხოლოდ ერთგან ფიგურირებს შეთავაზების აღწერაში.. ფასში დიდი სხვაობა არაფერი,მაგრამ რატომ მატყუებ! მოკლედ, BeSmart, maybe u just over-tried to Be Smart.

ვიზუალისთვის იხილეთ ფოტოები ან/და ეწვიეთ ბისმარტის გვერდს, ბევრი ძიება არ დაგჭირდებათ. და ხო, კიდევ, ბისმარტ, „-მდე“ ფაქტორი თუ არ არის თქვენი „გასამართლებელი“ პოზიცია და ცილს დამწამებთ ფოტოშოპიო და ა.შ. არც ეგაა პრობლემა, screen shot video-ებიც არსებობს.

თქვენ კი მარკეტერებო და დაინტერესებულო პირებო, იხილეთ ფოტოები, ლინკები და დააფიქსირეთ თქვენი აზრი swoop-დან BeSmart-მდე!

1) http://besmart.ge/event/qacenterbanking/ რეალური ფასდაკლება 77%-ის ნაცვლად 69%.

http://besmart.ge/event/londa/ რეალური ფასდაკლება 70%-ის ნაცვლად 60%

და ასეა სხვებიც

http://besmart.ge/event/pillows/ რეალური ფასდაკლება 56%-ის ნაცვლად 50%

http://besmart.ge/event/bristol-tbilisi-bridge/ რეალური ფასდკლება 81%-ის ნაცვლად 77%.

და ა.შ

 

ავტორი: გვეტო

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მარკეტერს დაუკავშირდა ბისმარტის  დირექტორი მიშა ცაგურია, უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს.

მოგესალმებით,

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ადამიანი რომელიც აკრიტიკებს გვერდს უნდა იყოს საქმის კურსში თუ რასთან დაკავშირებით არის საუბარი. მე მარტივად აგიხსნით: ბისმარტის აქციებში არის მოცემული სხვადასხვა პაკეტები სხვადასხვა პირობებით და სხვადასხვა ფასდაკლებით. ამაში თქვენ მარტივად შეგიძლიათ დარწმუნდეთ თავად: შებრძანდით ჩვენს გვერდზე, დააჭირეთ ნებისმიერი აქციის ყიდვას და შემდგომ ღილაკს “არჩევა”. სამწუხაროა ეს ფაქტი მაგრამ საქართველოში არის რამოდენიმე კომპანია ამ სფეროში რომელიც ვერ ეგუება ჯანსაღ კონკურენციას პატივისცემით, მიშა ცაგურია.

Swoop-მა Besmart-ი დააკოპირა

ჰერმესის ხმა და ვერცხლის სიმფონია