შავი პარასკევი ახლოვდება და iSpace-ში, რომელიც Apple-ის პრემიუმ რისელერია საქართველოში, შეთავაზებები უკვე დაიწყო. Best Friday – ასე ასათაურებს კომპანია ამ აქციას და მის პირობებს ქვემოთ გაგაცნობთ.
2 დეკემბრის ჩათვლით, iSpace-ის ყველა ფილიალში საქართველოს ბანკის Plus ან Student Card-ით გადახდის შემთხვევაში, 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, 10%-იანი CashBack-ის მიღებაა შესაძლებელი.
„წლის ეს პერიოდი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ტექნიკის შეცვლა სურთ, განსაკუთრებულად აქტუალურია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ძალიან კარგი შეთავაზება დაგვეხვედრებინა.
შეთავაზებაში თითქმის ყველა პროდუქტი შედის, ამიტომ მომხმარებლები შეძლებენ ტექნიკა საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ. მაგალითად, ამ სიაში ხვდება – Iphone 15 pro, Iphone 15 pro max, Macbook-ები, AirPods-ის მესამე თაობა, სხვადასხვა აქსესუარი და ა.შ.“, – აცხადებს iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან თაღიაშვილი.
გარდა ამისა, iSpace-ში უკვე წლებია სისტემატურად მოქმედებს Trade-In-ის პროგრამა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, შავი პარასკევი, ეს პროგრამა უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.
„გვაქვს ხოლმე Top-Up აქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თუ Iphone 14 Pro-ს მოიტანთ და Trade-In-ში ჩააბარებთ, გარდა იმ თანხისა, რომლითაც თქვენი ტელეფონი შეფასდება, დამატებით სარგებელსაც მიიღებთ – ანუ, პლუს CashBack-იც ემატება და სმარტფონის შეძენა საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეგიძლია.
ზოგადად, Apple-ის პოლიტიკაც ესაა – რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გადამუშავდეს, არ დარჩეს ნარჩენები და ამით მწვანე ეკონომიკას ხელი შევუწყოთ“, – აღნიშნავს ლევან თაღიაშვილი.
ყველაზე საინტერესო ამ პროგრამაში კიდევ ის არის, რომ Trade-In პროგრამა ვრცელდება როგორც Apple-ის პროდუქციაზე, ასევე ნებისმიერი ბრენდის სმარტფონებზეც.