„ბესტი ჯგუფის“ ბეტონის ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო — ის პასუხისმგებელი იქნება როგორც სამშენებლო სექტორზე გათვლილი, ისე სამრეწველო ტიპის იატაკებისა და სხვადასხვა ნაკეთობისთვის საჭირო ბეტონის წარმოებაზე. ამ თვალსაზრისით, იგულისხმება სამშენებლო ბლოკები, ბორდიურები, ქვაფენილები და ა. შ.
მართალია, ქარხანა უკვე ფუნქციონირებს, თუმცა საწარმოს ოფიციალური საზეიმო გახსნა სამომავლოდ იგეგმება. საწარმო გლდანში, 12,378 მ² მიწის ფართობზეა განლაგებული და მალე ISO სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია დაემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე სპეციალურად სამრეწველო იატაკებისთვის წარმოებული ბეტონი აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა „ბესტი ჯგუფ“-ს მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაანახა უშუალოდ სამრეწველო იატაკებისთვის განკუთვნილი ბეტონის წარმოების საჭიროება. სურვილის შემთხვევაში, ბეტონის იატაკის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ, აღნიშნული პროდუქტი ახალ ქარხანაში შეიძინონ. ბეტონი განკუთვნილი იქნება როგორც სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. პროდუქციის მიწოდებაზეც „ბესტი ჯგუფის“ ტექნიკა იზრუნებს ან თავად კომპანიებისა და კერძო პირების ტრანსპორტი.
გარდა ამისა, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, სრული ციკლი მიიღონ — როგორც „ბესტი ჯგუფის“ სამშენებლო პროდუქტით, ისე მომსახურებით. აქ იგულისხმება: საფუძვლის მომზადება, არმატურის ნაქსოვი ბადეები, იატაკის მოჭიმვის სამუშაოები, საიზოლაციო სამუშაოები, სახურავის ბრტყელი გადახურვა, სამრეწველო იატაკების მოწყობა, ბეტონის მიწოდება, სამშენებლო ბეტონის ბლოკი, იტალიური ცხაურებით (სანიაღვრეები) მომარაგება.
საგულისხმოა, რომ კომპანია ინდუსტრიული სამრეწველო და დეკორატიული იატაკების მიმართულებით უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და შესრულებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი. სერვისი მოიცავს სხვადასხვა სახეობის იატაკს: მიკროცემენტი (CREATIVO), ტერაცოს იატაკი, მოპრიალებული ბეტონის იატაკი, პოლირებული ბეტონის იატაკი, ძველი ბეტონის განახლება, ეპოქსიდური იატაკი, ბეჭდური იატაკი, კენჭოვანი იატაკი. მთლიანობაში, კომპანიის მიერ შეთავაზებული ინდუსტრიული იატაკების გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა: სამრეწველო დაწესებულებები (ქარხანა, სასაწყობე ფართი), სასტუმროები, კაფე–ბარები, ოფისები, ჰიპერმარკეტები, საპარკინგეები, მოლები, კერძო სახლები, ეზოები, ტერასები , ლაბორატორიები და ა. შ.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 150 თანამშრომელი, საწარმოს გახსნის შემდეგ კი უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება. „ჩვენი შესრულებული სამუშაოს მაღალ სტანდარტს სწორედ პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები განსაზღვრავს. „ბესტი ჯგუფის“ მისიაა, დაამყაროს გრძელვადიანი, ორმხრივი მომგებიანი ურთიერთობები სამშენებლო კომპანიებთან და ხელი შეუწყოს მცირე და მსხვილი ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ასევე, იზრუნოს თანამშრომლების პროფესიულ წინსვლაზე და შექმნას დამატებით სამუშაო ადგილები. ჩვენი კომპანიის წარმატებული და ეფექტური მომსახურებების მიზეზი მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალი კადრებია. ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს, სიახლეები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები შესთავაზოს მომხმარებელს“, — აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.
[R]