მკვლევრები საუკუნეების მანძილზე ეძებდნენ წარმატებული ლიდერობის საიდუმლოს. ყოველწლიურად, ათობით ახალი წიგნი გვპირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. გადავწყვიტეთ, ეს საკითხი ემპირიულად შეგვესწავლა და აღმოვაჩინეთ, რომ ლიდერებისთვის წარმატების ფაქტორი სულაც არ არის მათი ქარიზმა, გავლენა ან ძალა. ერთადერთი, რაც ანაცვლებს ყველა სხვა ფაქტორს, არის ადამიანებს შორის გაცვლილი ენერგია, რომელიც ეხმარება მათ მოტივირებას, შთაგონებას და გამოცოცხლებას. აი, რა უნდა იცოდნენ ლიდერებმა ამ ენერგიის შესახებ:
რატომაა მნიშვნელოვანი პოზიტიური ურთიერთობის ენერგია?
მკვლევრებმა გულდასმით საზოგადოება, ორგანიზაციები და ოჯახები. დააკვირდნენ, რომ გარკვეული ურთიერთობები ამაღლებს განწყობასა და პროდუქტიულობას. როგორც წესი, ესაა ერთი ადამიანი, რომელიც დგას ამ ადამიანების ცენტრში და წინსვლასა და კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი. მოდით, მათ „ენერგიის დონორი“ ან „ენერჯაიზერი“ ვუწოდოთ. მათი უდიდესი საიდუმლო ისაა, რომ საკუთარი და ორგანიზაციის განწყობის ამაღლებას ავთენტური, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობით ახერხებს. მას გამოარჩევს მიმტევებლობა, თანაგრძნობა, თავმდაბლობა, ნდობა, კეთილშობილება, პატიოსნება და მადლიერება, რასაც სხვებიც სწავლობენ.
პანდემიამ ასეთი ადამიანების საჭიროება კიდევ უფრო მეტად დაგვანახა. დადებითი ენერგია სულაც არ გულისხმობს მოჩვენებით პოზიტიურობას, დადებითი ფიქრების ძალით დევნას და სტრესისა და გადაწვისთვის თავის არიდებას.
გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც ოთახში შემოდიან და ყველაფერი ენერგიით ივსება, ყველას უუმჯობესდება განწყობა და გრძნობს შთაგონებას. სწორედ ესაა მანიშნებელი, რომ ადამიანი „ენერჯაიზერია“.
ასეთი ადამიანები აძლიერებენ დადებით ენერგიებს, განაპიროებებენ გუნდის წევრების ჩართულობის მაღალ დონეს, ამაღლებულ განწყობას თანამშრომლებს შორის. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ის ჰორმონალური მიმოცვლაა, რასაც მსგავსი ურთიერთობა განაპირობებს – იზრდება ოქსიტოცინისა და დოპამინის რაოდენობა და იმუნიტეტი ორგანიზმში, მცირდება ანთებითი პროცესები და შესაბამისად, ადამიანიც უფრო შრომისუნარიანი ხდება.
როგორ ამოვიცნოთ ასეთი ენერგია?
კვლევის ფარგლებში, ასობით ორგანიზაციის წევრები გამოკითხეს. სთხოვეს შეეფასებინათ საკუთარი ენერგიის დონე, როდესაც სხვა პიროვნებასთან ერთად ან მის გარეშე იმყოფებოდნენ. ამგვარად, მაღალი რგოლის პოზიციის თანამშრომლებმა ერთმანეთთან ინტერაქცია შეაფასეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ენერგიული ურთიერთობა პროდუქტიულობის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. ისინი თავად არიან სხვებზე უკეთესი შემსრულებლები. სხვების პროდუქტიულობაზე ენერგეტიკულად დადებითად მოქმედებენ. მათი თანდასწრებით, ადამიანები უკეთეს განწყობაზე დგებიან. ორგანიზაციაში სამსახურით კმაყოფილება, კეთილდღეობა, სამუშაოში ჩართულობა და პირადი ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.
მაინც, რა განაპირობებს ენერგეტიკული ლიდერების ასეთ წარმატებას?
ბოტანიკაში ამას ჰელიოტროპულ ეფექტს უწოდებენ. ესაა ფენომენი, რომლის დროსაც მცენარეები ბუნებრივად ბრუნდებიან და იზრდებიან სინათლის მიმართულებით. სინათლე არის მათი მაცოცხლებელი ძალა, ფოტოსინთეზის წინაპირობაც მხოლოდ ისააა. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ენერგიით გაჯერებული ურთიერთობა გვკვებავს და გვაცოცხლებს. ორგანიზაციებში ეს ენერგია ლიდერების გავლით მიეწოდება თანამშრომლებს. ლიდერის ენერგიას ყველაზე დიდი გავლენა აქვს თანამშრომლებზე.
მაინც, როგორ აღწევენ ამას ლიდერები?
ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, თანამშრომლის დაფასება, პატივისცემა და ჩართულობა. როდესაც გუნდის წევრები გრძნობენ აღიარებას, მხარდაჭერასა და წახალისებას, სამუშაოს ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ენერგიული ლიდერები კიდევ უფრო მეტს ახერხებენ.
დადებითი ენერგია ურთიერთობისას ორმხრივი ხდება და მისი დონე იზრდება. ენერგიული მიდგომა მთელ გუნდში ვრცელდება და ჰელიოტროპულ ეფექტს ტოვებს. თუკი თქვენი ქმედებები სხვებს უფრო მეტი ოცნებისკენ უბიძგებს და მეტის გაკეთებას შთააგონებს, ე.ი. თქვენ ენერგიული ლიდერი ხართ.
წყარო: HBR











