in

საუკეთესო მენეჯერები ლიდერები არიან — და პირიქით

სხვაობა ლიდერებსა და მენეჯერებს შორის, დიდი ხანია, რაც დებატებს წარმოშობს. მაგალითად, პლატონი ლიდერის სხვადასხვა თვისებაზე საუბრობს მაშინ, როცა ნიკოლო მაკიაველი წერს, რომ ხელმძღვანელები და მენეჯერები განსხვავებულები არიან. ორგანიზაციების გურუმ ვარენ ბენისმა რამდენიმე დაკვირვებაც შემოგვთავაზა:

pasha-statiebi
pasha-statiebi
  • მენეჯერს ძირეული ხაზისკენ აქვს თვალი მიპყრობილი, ხელმძღვანელს კი ჰორიზონტისკენ
  • მენეჯერი სვამს კითხვებს – როგორ და როდის, ხელმძღვანელი — რა და რატომ?
  • მენეჯერს მოკლე დიაპაზონის ხედი აქვს, ხელმძღვანელს კი გრძელვადიანი ხედვის პერსპექტივა

დიახ, ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ხელმძღვანელები და მენეჯერები განსხვავებული ადამიანები არიან. თუმცა ეს ხედვა ნაკლოვანია, სანაცვლოდ, ჩვენ ყველას უნდა გვსურდეს, როგორც აღმასრულებელი ხელმძღვანელობის, ისე თანამშრომელთა როლში, ვიხელმძღვანელოთ და ვმართოთ სწორ დროს. ხშირად არსებული გამოწვევები მოითხოვს, რომ ძლიერი ლიდერული უნარები გამოვავლინოთ, რათა გუნდს მივცეთ მიმართულება მაშინ, როცა სხვა მოითხოვს შრომისმოყვარეობის გაძლიერებასა და შესრულებაზე ფოკუსირებას. 

იმის ნაცვლად, რომ კომპანიებმა დაიქირაონ ადამიანები დიდ სურათებთან გასამკლავებლად, როცა სხვებს დეტალებთან გამკლავება უჭირთ, ინდივიდებმა ორივე უნარი უნდა დააბალანსონ, უნდა იფიქრონ მათზე, როგორც ზმნებზე (უხელმძღვანელე, მართე) და არა არსებით სახელებზე (ხელმძღვანელი, მენეჯერი). ამ ბალანსის მიღწევა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაკეთებაც ორგანიზაციას შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი მაღალ საფეხურებზე მყოფმა ხელმძღვანელებმა მისი მიმართულება ოპერაციული დეტალების გააზრების გარეშე ჩამოაყალიბეს, საშუალო დონეზე მყოფმა მენეჯერებმა კი ინსპირაციისა და სტრატეგიის გარეშე. 

ხელმძღვანელები სწორ რაღაცებს აკეთებენ, მენეჯერები კი რაღაცებს სწორად აკეთებენ, — ამბობს ბენისი და იმ პრობლემასაც ასახავს, რაც ლიდერებისა და მენეჯერების სხვაობაშია — აღმასრულებელმა დირექტორებმა არა მხოლოდ უნდა უხელმძღვანელონ, არამედ მართონ კიდეც, მენეჯერებს კი ლიდერობის უნარებიც სჭირდებათ. შესაძლოა, ამ ორ პროფესიას შორის სხვაობას ხედავდეთ, მაგრამ არ უნდა იფიქროთ, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა. 

აქ კი რამდენიმე საკითხია მოცემული, რაც ხელმძღვანელი/მენეჯერის აზროვნებიდან უხელმძღვანელე/მართე აზროვნებაზე გადასვლაში დაგეხმარებათ:

  • გამოიყენეთ ყველა შესაძლო შიდა საკომუნიკაციო არხი, რათა დააბალანსოთ ეს ორი უნარი, მისიის, ხედვის, კომპანიის პუბლიკაციების, ელ.ფოსტების, საჯარო განცხადებებისა და ჩვეულებრივი საუბრების ჩათვლით. გამოიყენეთ მარტივი, მაგრამ ეფექტური ენა, ახსენით, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი საკითხებს ნახევრად გადაფარავს და ისაუბრეთ ბალანსის მნიშვნელობაზე. თქვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართვა და ხელმძღვანელობა და რომ თითოეულის დრო სწორედ ახლაა თქვენს ორგანიზაციებში.
  • ამ თემაზე აღმასრულებელ დირექტორებთან და სხვა ოფიცრებთან ჩვეულებრივი დიალოგი წამოიწყეთ. აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა უნდა გაიაზრონ, რომ პროცესის მართვა მოითხოვს მათთვის სადავეების გადაცემას. ასე ვითარდებიან თანამშრომლები. კონტროლის გადაცემა სისუსტის ნიშანი არ არის, ეს ნდობით მართვაა. 
  • აქციეთ ის საუბრების ნაწილად შეხვედრებზე. მოითხოვეთ მაგალითები, თუ როდის იხელმძღვანელეს თქვენი გუნდის წევრებმა და როდის მართეს მათ. მიანიჭეთ ამ მომენტებს მნიშვნელობა, აღნიშნეთ, რომ ბალანსი ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის არ არის მარტივი და მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს ორგანიზაციის ყველა დონეზე. 
  • შესთავაზეთ პროფესიონალური ისტორიები, რომლებიც აჩვენებს, როგორ და როდის იყო ლიდერობა და მენეჯმენტი სხვაზე პრივილეგირებული. მსგავსად, მოჰყევით გამარჯვების ისტორიები, რომელიც ამ დუეტის ჰარმონიზებული ურთიერთობით მიიღეთ.
  • მომხმარებლებსა და ხელმძღვანელებს შორის ეს იდეა პოპულარული გახადეთ, მიეცით მათ ამ საკითხზე კრეატიულად ფიქრის საშუალება. უნდა მიხვდნენ, რომ ორგანიზაცია ინოვაციურობას ხელმძღვანელობით აღწევს, რომელიც ამას, თავის მხრივ, მენეჯმენტის საშუალებით აკეთებს.
  • აუხსენით საბჭოს ლიდერობისა და მენეჯმენტის ფუნქციური განსხვავება, აღწერეთ კრიტიკული ელემენტები და აღნიშნეთ, რომ ამ პროცესში სიფხიზლეა საჭირო. 

Southwest Airlines- ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს პარკერი საუკეთესოდ პასუხობს კითხვას, თუ რას ნიშნავს ხელმძღვანელობა:

მისიის განსაზღვრა და კომუნიკაცია, მითითებების მიწოდება, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მას. ადამიანების აღჭურვა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მაგალითად, ინფორმაციების ტრენინგებით და სხვა. მოტივირება და შთაგონება ერთგულებითა და სხვების პატივისცემით. როგორც უარყოფითი, ისე დადებითი უკუკავშირის მიწოდება, მიღწევების აღნიშვნის ჩათვლით და საბოლოოდ, გზიდან გადასვლა, ადამიანებისთვის მისიის შესასრულებლად საჭირო უნარებისა და ავტორიტეტის მიცემა, სრული თავდაჯერებით, რომ მათ მხარს დაუჭერენ.

დიახ, ეს დიდებული აღწერაა, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელობის აზროვნების ღირებულებებს (ინსპირაცია, მისია) და მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს (უკუკავშირი, დელეგირება და ტრენინგი). წარმატებული აღმასრულებელი ხელმძღვანელები ამ ბალანსს იცავენ და ამის გამო მათი თანამშრომლებიც უკეთესები არიან. 

წყარო: HBR



მოამზადეთ სადილი Henry’s Kitchen-თან ერთად და მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს

სტუმარ-მასპინძლობის სიყვარული თუ კარგი კარიერული წინადადება?