in

Best Marketing Exposure – ჯილდო, რომელიც Golden Tulip Design Tbilisi-ის მარკეტინგის გუნდმა დაიმსახურა

Golden Tulip Design Tbilisi-ის საერთაშორისო აღიარება – სასტუმრომ გამარჯვება მოიპოვა   ნომინაციაში Best Marketing Exposure. კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი ჰოსპიტალიტი ჯგუფი Louvre Hotels Group MENA-ს მართავს და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ  ბრენდულ სასტუმროებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოარჩევს.

Louvre Hotels Group მსოფლიოს წამყვანი, ევროპის მასშტაბით სიდიდით მე-2 ჰოსპიტალითი ჯგუფია, რომელიც 70 ქვეყანაში 1700 სასტუმროს მართავს. ის წარმოადგენს Jin Jiang International-ის გლობალური ჯგუფის ნაწილს, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

პრესტიჟული ტიტული სასტუმროს მარკეტინგის გუნდის ბოლო პერიოდის მიღწევებს უსვამს ხაზს. აღნიშნავს წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიას, ბრენდის ეფექტურ პოზიციონირებას, ციფრული კომუნიკაციის გამორჩეულ მიდგომებს და ექსკლუზიურ ივენთებს.

სოფო აზარიაშვილი, Golden Tulip Design Tbilisiის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

ეს გამარჯვება ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, არა მხოლოდ პროფესიული მიღწევაა, არამედ მოტივაციაა – გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა მეტი შემართებით. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც შენი და შენი გუნდის შრომა საერთაშორისო მასშტაბით ფასდება.

Golden Tulip Design Tbilisi-ში, სასტუმროს პრე-ოფენინგის ეტაპიდან ვმუშაობ. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა ის გზა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარეთ.  უზომოდ საინტერესოა, როდესაც საერთაშორისო ბრენდის ახალ პროექტზე იწყებ მუშაობას და სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ეტაპი შენი დასაგეგემია.

აღსანიშნავია, რომ Golden Tulip Design Tbilisi-თვის ეს პირველი ჯილდო არაა. სასტუმრომ ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი ორჯერ მოიპოვა 2023 და 2024 წლებში.  სასტუმრო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს მრავალგზის გამარჯვებულიცაა.

M: სოფო, გვიამბეთ თავად დიზაინ სასტუმროს კონცეფციაზე

ჩვენი სასტუმროს კონცეფცია საინვესტიციო კომპანია Block Group-ის მმართველ პარტნიორს, თორნიკე ჯანაშვილს ეკუთვნის.

სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ინოვაციური მიდგომებით და ულტრათანამედროვე სიახლეებით შემოვედით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის Mood Light კონცეფცია. სტუმრები ოთახის განათების ფერს სასურველი განწყობის მიხედვით არჩევენ. შესაბამისად, სასტუმროს ფასადი ყოველთვის სხვადასხვანაირია.

სოფო აზარიაშვილი

Golden Tulip Design Tbilisi-ის ლობი, პირველი სივრცეა საქართველოში, სადაც ციფრული ხელოვნების კედელია განთავსებული. ციფრულ გალერეაში ქართველი და უცხოელი NFT არტისტების გამოფენები იმართება, რომელსაც Street Gallery წარმოადგენს.

გვსურდა, საერთაშორისო სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინტერესოდ მიგვეწოდებინა და გაგვეცნო ჩვენი ქვეყანა. სასტუმროს რესეფშენის კედელზე ქართული ანბანის მოხატულობაა, რომელიც თითოეულ სტუმარში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, ჩვენი თანამშრომლები მათ უყვებიან ჩვენი უნიკალური ანბანის შესახებ ისტორიას.

სასტუმრო 77 თანამედროვე დიზაინის ოთახს აერთიანებს. თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ამბებს გვიყვება.

M: როგორ ჩამოყალიბდა საკომუნიკაციო სტრატეგია და ბრენდ პლატფორმა?

როდესაც სასტუმროს გახსნისთვის ვამზადებდით, სწორედ მაშინ დაასრულა ჩვენმა გლობალურმა ბრენდმა ახალ ბრენდ პლატფორმასა და ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა. ჩემს ხელთ ცნობილი ფრანგი სტრატეგების მიერ შექმნილი დოკუმენტი აღმოჩნდა, რის მიხედვითაც საკომუნიკაციო სტრატეგია შევქმენით. ჩვენი პირველადი მიზნები, რა თქმა უნდა, პროდუქტის დასამახსოვრებელი ლონჩინგი, ბრენდის შესახებ ცნობადობის შექმნა, იმიჯის ფორმირება და შემდგომ უკვე, ნდობის გამყარება იყო.

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ყველა, პატარა დეტალზეც კი, რადგან ვთვლით რომ ყოველი წუთი, მხიარულების ახალი შანსია. იმის მიუხედავად, რამდენი ხნით რჩებიან ჩვენთან,  აქ სტუმრებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა გამოცადონ ახალი თავგადასავლები.

M: როგორია თქვენი ციფრული საკომუნიკაციო მიდგომა?

ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასტუმროს სოციალური ქსელების მართვას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონტენტი გვაქვს. კონტენტის შექმნას დიდი სერიოზულობით ვეკიდებით და ფრთხილად ვარჩევთ კრეატორებს, ვისაც ამ საკითხს ვანდობთ.

სასტუმროს სფეროში ედვერთაიზინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მიწვდე შენს სამიზნე სეგმენტს, რომელიც ძირითადად საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. META-ს სოციალურ ქსელებთან ერთად, აქტიურად ვიყენებთ მეტასერჩის პროგრამებში ბუსტინგს. ასევე დიდ ძალისხმევას ვდებთ და უახლეს ინსტურმენტებს ვიყენებთ ონლაინ სამოგზაურო პლატფორმების (OTA) მართვაში.

მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მარკეტინგული აქტივობები კრეატიული იყოს და კომუნიკაცია სხვადასხვა არხებში გავშალოთ.

M: Golden Tulip Design Tbilisi გამორჩეულია ექსკლუზიური ღონისძიებებით

ექსკლუზიური ივენთები – ეს ის თემაა, რაც თბილისში Golden Tulip-თან და მის არაჩვეულებრივ ტერასასთან ასოცირდება. ჩვენ შევძელით ამ კულტურის დანერგვა. ყოველ პარასკევს საოცარ ივენთებს ვმასპინძლობთ. ჩვენს სცენას იკავებენ მსოფლიოს წამყვანი არტისტები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყველაზე დიდ საერთაშორისო ფესტივალებზე და კლუბებში.

Golden Tulip Design Tbilisi საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 30-წლიანი ისტორია აქვსამჟამად ჯგუფი ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს: მულტიფუნქციური კომპლექსი – Central Park Towers და Radisson-ის ბრენდის 180-ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში.

[R]

ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — როგორია საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები