წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიების დაწყებიდან უკვე ორი დღე გავიდა, CES 2025 კი აგრძელებს ჩვენთვის ახალი გაჯეტების, ტექნოლოგიებისა თუ კონცეფციების გაზიარებას. ამიტომ, ახლა მათ შორის საუკეთესოებზე მოგიყვებით, იქნება ეს ფუმფულა მონსტრები, მზარდი ეკრანები თუ ტელეფონის ტოსტერები:
Nvidia-ს პერსონალური AI სუპერკომპიუტერი
ბრენდის ახალი GB10 Grace Blackwell Superchip 128-გიგაბაიტიან და 4-ტერაბაიტიან მეხსიერებას გვთავაზობს. თითქმის ისეთივე პატარაა, როგორც ეფლის Mac Mini, თუმცა საკმარისი დამუშავების ძალა აქვს იმისათვის, რომ 200 მილიარდი პარამეტრის მქონე კომპლექსურ AI მოდელებს გაუმკლავდეს და წამში 1 კვადრილიონი AI გამოთვლაც შეასრულოს. სავარაუდოდ, Nvidia-ს სუპერკომპიუტერი მაისში გამოვა და ფასი 3000 დოლარიდან დაიწყება.
LG StanbyME 2
ეს LG-ის თავდაპირველი StanbyME-ის პორტატიული ტელევიზორის შთამომავალია, თუმცა ამჯერად მუდმივად სადგამზე მიმაგრებული არ იქნება. ისეა შექმნილი, რომ სახლში მისი გადაადგილება მარტივად მოახერხოთ. 27-დიუმიანი 1440p სენსორული ეკრანისა და გაუმჯობესებული 4-საათიანი ბატარეის გარდა, სურათის ჩამოსაკიდებლის მსგავს სამაგრს გთავაზობთ, რომლითაც ნებისმიერ კედელზე მარტივად მოათავსებთ. თუმცა გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Audio-Technica ATH-CKS50TW2
ზუსტად ორი ფუნქციაა ისეთი, რომლითაც Audio-Technica-ს ახალი ATH-CKS50TW2-ის უსადენო ყურსასმენი გამორჩეული ხდება. დასამუხტ ჩანთასთან დაწყვილების შედეგად, ყურსასმენს 65-საათი შეუძლია მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამუხტვებს შორის ინტერვალი 2.5 დღეა. ხოლო, როცა ANC არის ჩართული, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 საათამდე ეცემა, რითაც მაინც უფრო საინტერესო ხდება მოგზაურებისთვის, რომლებმაც არ იციან, როდის მიაღწევენ დენის წყარომდე. მეტიც, ყურსასმენები მაგნიტით ემაგრება ერთმანეთს, რაც თითოეულის დაკარგვის შანსებს ამცირებს. ხოლო შეერთებისას ავტომატურად ირთვება.
Honda 0 SUV & Honda 0 Saloon EVs
კომპანიამ CES 2025-ზე ორი ახალი ელექტრობატარეის პროტოტიპი წარადგინა — Honda 0 SUV გასულ წელს გამოქვეყნებულ Space-Hub-ის კონცეფციას ეფუძნება, ხოლო Honda 0 Saloon EV სედანის კონცეფციას. მათი წარმოება 2026 წელს უნდა დაიწყოს.
LG AeroCatTower
წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიება საინტერესო კატების მოყვარულებისთვისაც შეიძლება, გახდეს. ჰაერის გამწმენდი შემოგვთავაზეს, რომელიც ავტომატურად ამცირებს ჰაერის ნაკადს, როცა მასზე კატა წვება. სასწორის მსგავსადაც ფუნქციონირებს და თქვენი კატის ჯანმრთელობას LG ThinQ-ის მობილური აპლიკაციითაც ადევნებს თვალს.
PocketBook InkPoster
იმის ნაცვლად, რომ ტელევიზორი ხელოვნების ნამუშევრების ჩარჩოდ აქციოთ, PocketBook-ის InkPoster ცალკე ეკრანია, რომელიც ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას ეძღვნება. თანაც იმაზე უკეთეს ფერების ტექნოლოგიას იყენებს, ვიდრე Kindle Colorsoft. მომხმარებელს 60 000 ფერს სთავაზობს, დამუხტვად ბატარეას, Wi-Fi-სა და Bluetooth-ის კავშირს.
LG UltraFine 6K Monitor
ფასი, გამოშვების თარიღი და მსგავსი დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავიგეთ, რომ LG UltraFine 6K Monitor Adobe RGB-ის 99.5%-ს და DCI-P3-ის ფერების 98%-ს ფარავს.
Baseus PrimeTrip VR2 Max
დამტენია, რომელსაც მანქანაში გამოიყენებთ. წყვილ 31-დიუმიან USB-C კაბელს 240 ვატამდე სიმძლავრეს აწვდის, რასაც USB-C და USB-A პორტებიც ემატება. მაქსიმალური სიმძლავრე თითოეულ USB პორტზე 105 ვატია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანაში ლეპტოპიც შეგიძლიათ, დამუხტოთ.
Lenovo ThinkBook Plus Gen 6
სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გამოვა და ფასი 3499 დოლარიდან დაიწყება. Lenovo ThinkBook Plus Gen 6 ერთ-ერთი გამორჩეული ლეპტოპია ღონისძიებაზე, რადგან მისი ეკრანი იზრდება — 14-ინჩიანი 16.7-მდე ფართოვდება, შესაბამისად, რეზოლუციაც 2000 x 1600-დან 2000 x 2350-მდე იზრდება.
Nvidia RTX 5090 & RTX 5080 GPUs
ახალი 999-დოლარიანი RTX 5080 და 1999-დოლარიანი RTX 5090 GPU 30 იანვრიდან გამოვა, როცა 549-დოლარიან RTX 5070-სა და 749-დოლარიან RTX 5070 Ti-ს თებერვალში შემოგვთავაზებენ.
Eufy 3-in-1 E20 Robot Vacuum
ჩვეულებრივი მტვერსასრუტი არ გეგონოთ, როგორც კი იატაკის გაწმენდასა და დაცლას დაასრულებს, ბატარეის, ძრავისა თუ ურნის ამოღებით, ამასთან, სხვა აქსესუარების მიმაგრებით, E20 ჯოხად ან ხელის მტვერსასრუტად გადაიქცევა — ფასი 549 დოლარი იქნება.
Swippitt Phone Toaster
ჩათვალეთ, რომ სმარტფონების დამუხტვის ახალ გზას გთავაზობენ — ყუთში მოთავსებული ახალი ბატარეა თქვენს მკვდარ გარე ბატარეას ჩაანაცვლებს, რომელიც 50-90% დამუხტვას გთავაზობთ სმარტფონის ზომის მიხედვით. თუმცა, როგორც ვიგებთ, 5 დამატებითი ბატარეა 450$ ეღირება, ხოლო ტელეფონის ჩასადები ბატარეით 120$.
Anker Solix Solar Beach Umbrella & Anker Charger
პირდაპირ გეტყვით, ეს ზღვის ქოლგა 100 ვატის ენერგიას გამოიმუშავებს, რომლითაც შემდგომ ტელეფონების, პლანშეტების და ელექტრო გამაგრილებლების დამუხტვასაც მოახერხებთ. წლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა ფასი ჯერ უცნობია.
ოღონდ Anker-ის სიახლეები ამით არ მთავრდება, ისინი Anker Charger-საც გვაცნობენ — ბატარეას, რომელიც 140 ვატ ენერგიას გვთავაზობს.
Roborock Saros Z70
ამ რობოტ მტვერსასრუტს მის წინ დაგდებული წინდების, ქსოვილებისა და ისეთი ნივთების აღება შეუძლია, რომელთა წონაც 300 გრამს არ აღემატება. ფასი უცნობია, თუმცა ამას 2025 წლის ივნისში გავიგებთ.
Halliday Smart Glasses
მეტას Ray-Ban-ის წარმატების შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ კომპანიები CES 2025-ზე ჭკვიან სათვალეებს წარადგენენ, Halliday-იც მათ შორისაა და 3.5-ინჩიანი ეკრანის მქონე სათვალეს გვიზიარებს. ეს ეკრანი ხმოვანი ბრძანებებისა და ჭკვიანი ბეჭდის დახმარებით შეგიძლიათ, აკონტროლოთ. ფასი კი 399-499 დოლარს შორის მერყეობს.
Dell 32 Plus 4K QD-OLED Monitor
ბრენდის ახალი 32-ინჩიანი 4K OLED ეკრანი ინფრაწითელ სენსორსა და 5 დინამიკს იყენებს, რომლებიც ეკრანის ქვედა მხარესაა მოთავსებული. ფასი 799.99 დოლარი იქნება და ამერიკაში გაყიდვაში 22 მაისს ჩაეშვება.
Wonder Plant & Insect Camera
Bird Buddy კამერას გვთავაზობს, რომელიც თვალს ადევნებს თქვენს მცენარეებს და მწერებს, რომლებიც სტუმრობას გადაწყვეტენ. Live-ს თქვენს ტელეფონში შემოგვთავაზებთ და Kickstarter-ზე გაზაფხულზე ჩაეშვება.
Mirumi
ფუმფულა რობოტია, არც ხმაურობს და არც AI ხრიკებს ფლობს, უბრალო სათამაშოა, რომელიც მშვენივრად მოთავსდება თქვენს ჩანთაზე, მის ყიდვას კი, სავარაუდოდ, ზაფხულში ან შემოდგომაზე შეძლებთ.
Acer Nitro Blaze 11
თუ აქამდე პორტატიული კონსოლები მცირე ზომის იყო, ახლა Acer-ის ახალი Nitro Blaze 11 ძალიან დიდ ვერსიას გვთავაზობს, რომელიც თითქმის პატარა მონიტორის ხელაა. AMD Ryzen 8040HS-ის პროცესორი აქვს და 16GB RAM, 2025 წლის მეორე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი და ფასი 1099 დოლარიდან დაიწყება.
Belkin Stage PowerGrip
შესაძლოა, თქვენი სმარტფონი შესანიშნავ ფოტოებს იღებდეს, მაგრამ ტრადიციული კამერის დახვეწილი ერგონომიკა აკლდეს… სწორედ ამ საკითხს აგვარებს Belkin — MagSafe კვების ბანკი 10 000 mAh ბატარეით, USB-C კაბელით და დიზაინით კამერის გამოცდილებას გთავაზობთ. რამდენიმე ფერში გამოვა, ოღონდ ჯერ არ ვიცით, როდის ან რა ეღირება.
ამჯერად სულ ეს იყო, თუმცა ახალ მოწყობილობებზე კიდევ მოგიყვებით, რადგან CES 2025 11 იანვრამდე გრძელდება…