in

საუკეთესო off-roader-ები და ცოტა რამ სპორტის ამ სახეობაზე

off-road სპორტის იმ სახეობებს განეკუთვნება, რომლებიც ავტომოყვარულებს სიის თავში აქვთ ხოლმე. ეს არის სატრანსპორტო საშუალების ტარების აქტივობა დაუფარავ ზედაპირებზე, როგორიცაა ქვიშა, ხრეში, მდინარის კალაპოტი, ტალახი, თოვლი, კლდეები და სხვა ბუნებრივი რელიეფი. ის დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული. ის იყენებს მანქანებს, რომლებსაც აქვთ სათანადო სიმძლავრე, აღჭურვილობა და მასში მონაწილეობენ მძღოლები, რომლებიც ავტომობილს იმპროვიზებული მარშრუტებით ატარებენ. დღესდღეობით ის თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება, თუმცა ყველაზე გავრცელებული შეჯიბრი Score International Off Road Racing არის. Offroad რბოლები, როგორც წესი, ორგანიზებულია სატრანსპორტო საშუალების ტიპის მიხედვით, იქნება ეს მოტოციკლი თუ SUV. ასე კლასიფიცირებულად ვლინდებიან ყოველწლიური გამარჯვებულებიც.

off-road-ერ მანქანებზე მოთხოვნა ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. რაც დრო გადის, ადამიანები უფრო მეტად ცდილობენ თავგადასავლების მოძიებას, ბუნებაში გასვლას, ადრენალინის გამოყოფას და მოსწონთ, როცა ამაში თავიანთი მეგზური ავტომობილებიც ეხმარებიან.

კარგად იცით, რომ off-road-ისთვის მაღალი გამავლობის, ძლიერძრავიანი მანქანებია საჭირო, რომლებიც კარგად ერგებიან რთულ რელიეფს, არ უშინდებიან წინაღობებს და არ ეფლობიან ტალახში. ისიც ვიცით, რომ მანქანების ტრენდები წლების განმავლობაში იცვლება, ამიტომ დღეისათვის სია მოგიმზადეთ, სადაც წარმოდგენილია 7 საუკეთესო მანქანა off-road-ისთვის, 2022 წლის მონაცემებით.

Jeep Wrangler Rubicon

ეს ის ავტომობილია, რომელიც მუდამ საპატიო ადგილს იკავებს სპორტის ამ სახეობაში. ბევრი ავტომოყვარული და ამ სფეროს ბლოგერი მას მეფედ მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. უგზო გზაზე ყველა Wrangler-ს შეუძლია სიარული, ექსპერტების რჩეული მაინც Rubicon არის. მას აქვს ყველგანმავალი საბურავები, კლდის რელსები, ფოლადის ბამპერები, 4:1 გადაცემათა კოეფიციენტით და ელექტრონული საკეტი. Rubicon არის Wrangler-ი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოსინჯოთ, თუ off-road-ერი ხართ.

Land Rover Defender

ამ მანქანას აქვს სწორი სასიცოცხლო სტატისტიკა. ეს არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ტალახიან გზაზე გავლა, კლდეზე „ცოცვა”, წყალზე სიარული, ფერდობებზე გლუვად სრიალი და ამის ისე კეთება, თითქოს ოთახის პარკეტზე დადიოდეს. 

ის უმსუბუქებს მძღოლს დატვირთვას იმაზე, რომ აირჩიოს გადაცემის სწორი რეჟიმი, შეინარჩუნოს სწორი იმპულსი და ხაზი. 

Toyota Land Cruiser

კიდევ ერთი საკულტო მოდელი. ეს არის ძველი სკოლის ოფროუდერი კორპუსზე ჩარჩოს კონსტრუქციით და მაღალი შეფასებით ყველა კატეგორიაში. ბუქსირების, გადაადგილებისა და დახვეწილი მართვისთვის საშინელ გზებზე, Land Cruiser-ს ძალიან მაღალი ქულა ენიჭება.

Ford Ranger Raptor

Ford Ranger Raptor არის პიკაპი, რომელიც მიზნად ისახავს, ასიამოვნოს მძღოლი და მგზავრი. ის ოდნავ აღემატება სტანდარტულ რეინჯერს, მაგრამ ნამდვილი მაგია მისი ძარის ქვეშ იმალება, სადაც ფართოდ გადამუშავებული ღერძები, განახლებული ზამბარები და Fox-ის მოტორსპორტის დემპერები ფოთლოვანი ზამბარების ადგილს იკავებს. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც უხეში ტრასის სპორტულ ავტომობილს. 

Jeep Gladiator Rubicon/Mojave

ჯიპმა სახელი ისედაც უხეში სტილის და მძლავრი მანქანებით გაითქვა, თუმცა 2020 წელს ავტომწარმოებელმა Jeep Gladiator გამოუშვა, რომელიც მომხმარებლებს ისეთივე პიკაპს სთავაზობდა, როგორც Wrangler. ამ ორს მოყვარულები ასე ახასიათებენ: „თუ გსურს კლდოვან რელიეფსა და ქვიშაში გასეირნება, უნდა აირჩიო უხეში რუბიკონი. თუ უდაბნოში გასეირნებას აპირებ, Mojave უკეთესი ვარიანტია”.

თუმცა Mojave ოდნავ განსხვავებულია. მას მოჰყვება დამატებითი ამწე, Fox-ის წინა ჰიდრავლიკური ბამპერები და განახლებული შოკები გარე რეზერვუარებით, რის შედეგადაც, თქვენ წინაშეა წარმოუდგენლად ქმედითუნარიანი პიკაპი.

Chevrolet Colorado ZR2 Bison

როდესაც ავტომწარმოებელი მანქანას ცხოველის სახელს არქმევს, ეს ბიზნეს გათვლაა, თუმცა Chevrolet-ს შემთხვევაში, ეს არის სიძლიერის ნიშანი. ZR2-ის სიკეთეებთან ერთად, Bison ამატებს AEV ფოლადის ბამპერს ნისლის შუქებითა და 17-დუიმიანი ბორბლებით. მას აქვს უზარმაზარი ფანჯრები, მოცურების საწინააღმდეგო ფირფიტები და სპეციალური ჩამკეტები. 

Suzuki Jimny

Suzuki ავრცელებს Jimny-ს, როგორც მსოფლიოში ერთადერთ მსუბუქ, სათანადო გამავლობის მანქანას off-road-ის გზებისთვის. ავტომობილი იწონის 1100 კგ-ზე ოდნავ მეტს, მაგრამ იყენებს კიბე-ჩარჩოიანი შასის საკიდარსა და დაბალი თანაფარდობის ოთხბორბლიან გადაცემათა კოლოფს. იგი ადვილად უმკლავდება ტალახს, ხრეშს და მარტივად ფარავს სრულიად უგზო მონაკვეთებს. მეტიც, ავტომოყვარულები ამბობენ, რომ ეს მანქანა სწორედ ასეთი ადგილებისთვის უნდა გამოიყენო, ხოლო ქალაქში სასიარულოდ კომფორტული სულაც არაა. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რას ნიშნავს სტრიმერებისა და მარკეტერებისთვის Twitch-ზე შემოსავლის განაწილების ცვლილება?

NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსიდან უძველესი ლავის ნაკადი დააფიქსირეს