in

კომპანიები, სადაც 2023 წელს საუკეთესო სამუშაო გარემოა შექმნილი

გასული წლის განმავლობაში, პროფესიონალები სამუშაო ადგილს უკეთესი შესაძლებლობებისთვის ტოვებდნენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ „ოფისში დაბრუნების“ მოთხოვნადა თავიანთი დამსაქმებლებისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვნდნენ. მათ უნდოდათ მეტი მოქნილობა თავისუფლება, თუ საიდან და როდის იმუშაონ, ასევე, უკეთესი ანაზღაურება, გაუმჯობესებული სამუშაო გარემო და ცხოვრების ბალანსი.

COVID-19-ის პანდემიის ზემოქმედებამ და დისტანციური მუშაობისკენ სწრაფვამ სამუშაო სამყაროს დინამიკა, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალა. არეულობისა და გამოწვევების მიუხედავად, მათი თანამშრომლების თქმით, ზოგიერთი კომპანია ამას სწორად აკეთებს. Glassdoor-მა 100 კომპანია დაასახელა, რომლებიც საუკეთესო სამუშაო პირობებს უქმნიან დასაქმებულებს. მათ შორისაა ტექნოლოგიური, ფარმაცევრული, საკონსულტაციო, წარმოებისა და სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლები.

ბევრმა კომპანიამ ამ სიაში ადგილი მოიპოვა მოქნილი სამუშაო გარემოს, გაუმჯობესებული საშეღავათო პაკეტებისა და ცხოვრებისეულ ბალანსზე ფოკუსირების გამო. 10 საუკეთესო კომპანიიდან სამი ტოპ ათეულშია უკვე სამი წლის განმავლობაში, ესენია: NVIDIA, Bain & Company და Google.

100-ეულის გამოვლენის გარდა, სადაც აშშ-ის ის დამსაქმებლები მოხვდნენ, რომელთა კოლექტივი 1000 ადამიანს აღემატება, Glassdoor-მა ასევე შეარჩია საუკეთესო სამუშაო ადგილები აშშ-ს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომელთაც 1000-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ. ეს ეხება კანადას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას. ყველა რეიტინგი წლიური შედეგებითა და მიმოხილვებით განისაზღვრება.

აქ თავი მოვუყარეთ 10 ამერიკულ კომპანიას, რომლებმაც საუკეთესო სამუშაო ადგილებით გაითქვეს სახელი.

Gainsight-ის რეიტინგი 4.7-ია. ის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობს. მისი თანამშრომლების თქმით, სამუშაო ადგილი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე სადმე სხვაგან. ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

Box – კომპანიის რეიტინგი 4.6-ია. ის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობს. თანამშრომლების თქმით, კარიერული შესაძლებლობები შედეგებითა და მეტრიკითაა განსაზღვრული, ამდენად, ზუსტად იცით, როდის გელით დაწინაურება. ამას გარდა, მოწყვლადი ჯგუფების კომფორტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

Bain & Company-ის რეიტინგი 4.6-ია. ის საკონსულტაციო სფეროში ოპერირებს. თანამშრომლების თქმით, კომპანია მათ წარმატებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს. თანამშრომლებს მოსწონთ აქ მუშაობა, აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, საინტერესო პროექტები და სწრაფი პროფესიული განვითარება, რაც კოლექტივისთვის სასიამოვნო ფაქტორია.

McKinsey & Company საუკეთესო სამუშაო ადგილებს შორის მოხვდა. კომპანიის რეიტინგი 4.6 ქულაა. ის საკონსულტაციო სფეროში მუშაობს. თანამშრომლების თქმით, კომპანია მათთვის მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე სწავლაში დიდ ინვესტიციას დებს.

NVIDIA ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობს. კომპანიის რეიტინგი 4.6-ია. თანამშრომლების თქმით, ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ორგანიზაციულ კულტურას, მრავალფეროვნებას, ბენეფიტებსა და ანაზღაურებას დიდი ყურადღება ექცევა. გუნდის წევრებს მეგობრული ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მოსწონთ.

MathWorks – ტექნოლოგიური კომპანიაა. მისი რეიტინგი 4.6-ს შეადგენს. თანამშრომლები კომპანიას ძალიან აქებენ, კმაყოფილები არიან ორგანიზაციული კულტურით, რაც მათ მიკუთვნების შეგრძნებას უმძაფრებთ. ორგანიზაცია ახალისებს ახალ იდეებს, ინოვაციებსა და პროცესების პროგრესზეა ორიენტირებული.

Boston Consulting Group – საკონსულტაციო კომპანიაა. მისი რეიტინგი 4.6 ქულას შეადგენს. თანამშრომლების თქმით, კომპანია მათზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ბენეფიტებითა თუ შეღავათებით ანებივრებს. განსაკუთრებით აღნიშნავენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც კომპანია სრულად უზრუნველყოფს.

Google – ტექნოლოგიების სფეროშია და მისი რეიტინგი 4.6-ია. თანამშრომლების თქმით, ბოლო წლებში, კომპანია განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას დებს უფრო სამართლიანი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაში. თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და კომპანიის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, საეჭვოა, ეს რეიტინგი შეინარჩუნოს კომპანიამ იმ ფონზე, როცა 12,000 თანამშრომლის გათავისუფლება დააანონსა, სულ ცოტა ხნის წინ.

ServiceNow – ეს ტექნოლოგიური კომპანია 4.6-იან რეიტინგს ფლობს. როგორც ჩანს, კომპანია თანამშრომლების ჯანმრთელობასა და მათ განვითარებაზე, მოქნილ სამუშაო გამოცდილებასა და ლოიალობას დიდ ყურადღებას უთმობს. თანამშრომლებისთვის ის ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გარემოს ქმნის. ინდუსტრიაში მიმდინარე ქაოტური გათავისუფლებების მიუხედავად, წარმატებით მიიწევს წინ. კომპანიის უამრავი თანამშრომელი დისტანციურად მუშაობს.

In-N-Out Burger რესტორნებისა და კვების სერვისების მიმართულებით მუშაობს. კომპანიის რეიტინგი 4.6-ია. თანამშრომლების თქმით, შესანიშნავი გარემოა მოტივირებული ადამიანებისთვის. ტემპი სწრაფია და სამუშაო პროცესი – სახალისო. ახალგაზრდები აქ პასუხისმგებლობის აღებას, ლიდერობასა და ეფექტიანობას სწავლობენ.

როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო? გეგულებათ საქართველოს ბაზარზე კომპანია, სადაც სიამოვნებით იმუშავებდით? გელით კომენტარებში.

 

წყარო: glassdoor

დედამიწის შიდა ბირთვმა ბრუნვა შეანელა!

რა მნიშვნელობა აქვს ბრენდის სახელმძღვანელოს მარკეტინგის თანმიმდევრულობაში