in

2021 წელს გადაღებული ქარიშხლის საუკეთესო ფოტოები გამოვლინდა

მაიკ ობლინსკი ცნობილი ქარიშხლების ფოტოგრაფია და ის ბუნების ამ მოვლენის გასაოცარ კადრებსაც გვთავაზობს. თუმცა ამ სფეროს ფოტოგრაფებისთვის არ არსებობდა ადგილი, სადაც ისინი ნამუშევრების გამოფენასა და შემდგომში საუკეთესო სურათების გადაღებისთვის ჯილდოს მიიღებდნენ. ამიტომ, მაიკმა წლის ქარიშხლის სურათები შექმნა, რომელიც Stormys სახელითაც არის ცნობილი. ახლა კი, უკვე გამოფენის მეორე წელს, მათ სხვადასხვა კატეგორიაში 3 გამარჯვებულიც ჰყავთ. 

ფრანგმა ფოტოგრაფმა ალექსის მეილარმა წლის ფოტოს წოდება საფრანგეთში გადაღებული ელვის კადრით მოიპოვა. ევერეტ ოქიფინტიმ კი, რომელიც ამ პროფესიას თავის ტყუპ ძმასთან ერთად მისდევს, წლის საუკეთესო ტორნადოს ფოტოს პრიზი მიიღო. მის სურათზე ტეხასის თავზე წარმოქმნილ ციკლონსა და მის ტექსტურას იდეალურად ვხედავთ. ცისა და მიწის ფერების შერწყმა კი ნამდვილად საოცარია…

ხოლო ფინალური კატეგორიისთვის წლის ფოტოგრაფი 10-სურათიან პორტფოლიოებს აფასებდნენ. გამარჯვებული ემი ჰოვარდი გახდა, რომელმაც გასულ წელს ამავე კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. მისი ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ქარიშხალის თითქმის ყველა ფორმას ასახავს.

ამ დაჯილდოვების მოტივაცია იმ ადამიანების დაფასებაა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ, ყოველდღიურად მხვდება სურათები სოციალურ ქსელებში, მათგან ბევრი საინტერესოა, თუმცა ინტერნეტში ეს ყველაფერი მალევე იკარგება. ჩემი სურვილია დავინახო თქვენი ძალისხმევა, შრომა, ეპიკური სურათები და შემდგომში ამისთვის დაგაჯილდოვოთ, — განმარტავს მაიკ ობლინსკი.

ხოლო თუ ფოტოების ხარისხითა და მათი აღიარების მიხედვით ვიმსჯელებთ, ობლინსკიმ თავისი მისია ნამდვილად შეასრულა. 

 


პლასტმასის ნაწილაკები ცოცხალი ადამიანის ფილტვებში პირველად აღმოაჩინეს

რობოტი, რომელიც ოთხის ნაცვლად, მალე ორ “ფეხზე” ივლის