19
Nov
2018

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გუნდი საუკეთესო იყოს?!

19 Nov 2018

კოლაბორაცია, ორგანიზაციისთვის, შესაძლოა, წარმატების ან პირიქით, წარუმატებლობის მომტანი იყოს. პრინციპში, ეს დადასტურებული ფაქტია. ერთ-ერთი გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების 86% საქმეში მარცხს სწორედ მის ნაკლებობას მიაწერდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღეს, როდესაც გუნდში ფუნქციები გადანაწილებულია და ყველა წევრს მკაცრად განსაზღვრული მოვალეობები აქვს, თითოეულის გამართულად მუშაობა და შემდეგ მათი ერთად კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება, ადამიანური რესურსის ეფექტურად ათვისება და ამ ორი რამის შერწყმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ სასურველ შედეგს.

არსებობს 5 ინსტრუმენტი, ტექნოლოგიების გამოყენებით გუნდის წევრების კოლაბორაციის საშუალება.

ვიდეო კონფერენცია 

დღეს ვიდეო კონფერენციის საშუალება სხვადასხვა გაჯეტითა (მობილური ტელეფონით, აიპედით, კომპიუტერით) და ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. ეს, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესს ამარტივებს და ბევრად პრაქტიკულს ხდის.

აუდიო კონფერენცია 

ხშირად, თქვენ როგორც გუნდის ხელმძღვანელს, კონკრეტულ საკითხზე პასუხი ძალიან სწრაფად გჭირდებათ. თან ამ დროს შეხვედრა გაქვთ. არც ვიდეო ზარისა და არც მიწერ-მოწერის დრო და საშუალება არ არის. ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი გამოსავალია აუდიო კონფერენცია. ურეკავთ თანამშრომელს და მისგან ყველა საჭირო ცნობას ისმენთ თქვენც და შეხვედრის სხვა მონაწილეებიც.

პროექტის კოლაბორაცია 

მენეჯერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტის კოლაბორაცია, გუნდის თითოეულ წევრთან კომუნიკაცია და „ნეთვორქინგი“. ამისთვის კი ძალიან მოსახერხებელია ისეთი პროგრამები, როგორებიცაა “Trello“ and “Basecamp“. მათი დახმარებით შეძლებთ, ყველა თანამშრომელთან ერთდროულად საუბარს და ამა თუ იმ საკითხის განხილვას, თუნდაც, სხვადასხვა ოთახში ან შენობაში იყოთ.

ვიზუალური დიზაინის კოლაბორაცია 

გუნდის ეფექტური მუშაობისათვის, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საამისოდ კი მთელი რიგი საშუალებები და  პროგრამები არსებობს, მაგალითად:  “GoVisually“, “InVision“, “Mural“, “Concept Board“ და “Prevue“.

მობილური კოლაბორაცია 

წინამორბედის მსგავსად, გუნდის ეფექტურად მუშაობისა და კოლაბორაციისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს მობილურ კოლაბორაციას. დღეს პრობლემას არც ეს წარმოადგენს, რადგან არსებობს, თუნდაც, ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: “Avaya Mobile Collaboration“,  “IBM Mobile Collaboration Services“,  “8X8“, “Asana“ და “Huddle“.



განხილვა