in

როდისაა საუკეთესო დრო Email კამპანიისთვის?

წარმოიდგინეთ, თვეების განმავლობაში ამზადებდით ახალ კამპანიას გასაშვებად, მაგრამ გაშვების შემდეგ, შედეგები მოსალოდნელზე ბევრად ნაკლებია. ეს კი, ყველაზე ხშირად, ელექტრონული ფოსტის ტრაფიკს ეხება. შეიძლება, დროის განსაზღვრა ყველა პრობლემას არ ჭრის, როცა საქმე email მარკეტინგს ეხება, თუმცა, დიდი ადგილი ნამდვილად უჭირავს.

უდავოდ, მაღალი ROI იმეილ კამპანიის წარმატების მყარი მაჩვენებელია. თუმცა, მის წარმატებას, კარგი კონტენტისა და სხვა ფაქტორების გარდა, ის დროც განაპირობებს, როდესაც ეს კამპანია მომხმარებლამდე მიგაქვთ.

ამის საილუსტრაციოდ, იფიქრეთ, თავად როდის ხსნით ელექტრონულ წერილებს და ეცნობით კამპანიებს. არცთუ იშვიათად, ეს დილის 10 საათამდე დროა, როდესაც სამსახურისთვის ემზადებით და კიდევ მაშინ, როდესაც სამუშაო მაგიდასთან მოთავსდგებით.

არცთუ იშვიათად, მარკეტერები კამპანიის წერილებს დილას 8:00-9:30 შუალედში გზავნიან. სწორედ იმ დროს, როდესაც სამიზნე სეგმენტი განწყობილია მის გასახსნელად.

მარკეტინგულმა კომპანია Wordstream-მა აღმოაჩინა, რომ ხუთშაბათობით, 10:30-მდე გაგზავნილი წერილების უკუგება იძლევა CTR-ის 25%-ს (CTR – დაკლიკვის მაჩვენებელია), მაშინ, როცა ორშაბათობით იგივე ნიშნული 5%-ია.

ანალოგიურად, Optinmonster-მა შენიშნა, რომ სარეკლამო email-ის გაგზავნა უმჯობესი ხუთშაბათობითაა, ხოლო ჩართულობის გასაზრდელად, უფრო ოთხშაბათი გამოგადგებათ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ელექტრონულ წერილებს უფრო ხშირად ხუთშაბათს გახსნიან, ხოლო ვიდეოკონტენტს, ბლოგებსა თუ სხვა შეტყობინებებს მეტწილად ოთხშაბათობით გაეცნობიან.

თუკი თქვენი კამპანია ყოველდღიურ email-ებს მოიცავს, გაითვალისწინეთ შემდეგი:

ორშაბათი – გამოიყენეთ ეს დღე კამპანიის მიღმა კონტენტის წინ წასაწევად, მაგალითად, ისეთი პროდუქტებისთვის, რომლებიც თქვენს სამომავლო კამპანიას უკავშირდება.

სამშაბათი – ამ დღეებში, მკითხველებს საშუალება მიეცით, წინასწარ მოემზადონ. მაგალითად, მიაწოდეთ მოკლე ვიდეო ან განცხადება. შეამზადეთ მომავალი კამპანიისთვის.

ოთხშაბათს – შესანიშნავი დროა კამპანიის დასაწყებად, მსუბუქად აღსაქმელი კონტენტის გასაცნობად, მომდევნო დღეს გასაგზავნი ინფორმაციის დასაანონსებლად.

ხუთშაბათი – ამ დღეს გაუსვით ინტერაქტიული კონტენტი, მაგალითად, ვიდეო ქეის სთადის შესახებ, პროდუქტის დემო ან სხვა მოცემულობა, რასაც კამპანია მოიცავს.

პარასკევი – ამ დღისთვის შემოინახეთ სახალისო ნაწილი, მაგალითად, სოციალური მედიის სახალისო კონტენტი ან მიდგომა “აი, რა გამოგრჩათ, კვირის მანძილზე”. ეს დღე გადამეორებისა და ამ გზით, უფრო მეტი ადამიანის მოზიდვისთვისაა.

საბოლოო ჯამში, კამპანიის ელექტრონული ფოსტით დაგზავნისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის თანხვედრაში იყოს თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან და თვალი ადევნეთ ანალიტიკას. იმეილ-ანალიტიკის გარეშე, ვერ გაიგებთ, რამდენად მიწვდით სამიზნე სეგმენტს და რამდენად ჩართვნენ თქვენთვის საინტერესო ადამიანები თქვენს წერილებში. როგორც კი ამ პრინციპს ჩაწვდებით, ბევრად გაგიმარტივდებათ email-მარკეტინგული კომუნიკაცია.

 

წყარო: HubSpot

MOMATBILISI და Window Project წარმოგიდგენთ გამოფენას “სასწაულის ძიებაში”

როგორ მოხვდა ქართული „დ“ ავსტრიულ-უნგრული კომპანიის ვიზუალურ კომუნიკაციაში