in

#ბეთბარი – ონლაინ შოუ ფეხბურთის და ბეთინგის მოყვარულთათვის, ლიდერბეთისგან

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ახალი საფეხბურთო შოუ „ბეთბარი“ გამოჩნდა, რომელსაც ლიდერბეთი წარმოადგენს. ახალ პროექტთან დაკავშირებით ლიდერბეთის ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, დავით დაბრუნდაშვილმა ისაუბრა.

 

 

ვინ იმუშავა პროექტზე და რას წარმოადგენს „ბეთბარი“?

პროექტზე მთლიანად მუშაობს სააგენტო Brainbow , პროდაქშენ ნაწილს კი Copter.ge  ასრულებს. ეს არის ახალი საფეხბურთო შოუ ქართული ინტერნეტისთვის. ბეთბარი არის ვირტუალური ბარი, სადაც სამი საინტერესო, ფეხბურთის გულშემატკივარი ადამიანი, გულწრფელად ისაუბრებს კვირის მთავარ საფეხბურთო მატჩებზე და გააკეთებენ საკუთარ პროგნოზებს.
ჩვენი ვირტუალური საფეხბურთო ბარი რეალირად „ბიარ თაიმში“ ბინადრობს.

ვინ მონაწილეობს #ბეთბარში და როგორია შოუს ფორმატი?

ბეთბარში მონაწილეობენ ოთარ ტატიშვილი, იაგო ხვიჩია და დიტო მარინაშვილი – 3 განსხვავებული ადამიანი, 3 განსხვავებული შეხედულებით სპორტის საყვარელ სახეობაზე –  ფეხბურთზე. თითოეული მონაწილე მაყურებელს უზიარებს საკუთარ მოსაზრებას განსახილველ მატჩზე, აკეთებს პროგნოზებს და ამყარებს მათ საინტერესო არგუმენტებით.

ბეთბარი არის ახალი პლათფორმა ფეხბურთზე გულწრფელი, უშუალო, მხიარული და თავისუფალი საუბრისათვის. მონაწილეები ისაუბრებენ ფეხბურთზე ისე, როგორც თავიანთ მეგობრებთან საუბრობენ, მოურიდებლად, სუბიექტურად და გულახდილად. ფეხბურთიც სწორედ ასეთი სპორტია, ბარი კი ასეთი საუბრებისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია.

[R]

რას გეუბნება დედა ყველაზე ხშირად? საქართველოს ბანკის ვიდეოექსპერიმენტი

კობი ბრაიანტი და მთელი კაცობრიობა დედამიწის გადასარჩენად – Nike-ის სახალისო ვიდეორგოლი