in

ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა პირველი სოლო მინიალბომი გამოუშვა


ქართველმა მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილმა, რომელიც, ამავდროულად, ჯგუფი The Bearfox-ის წევრია, პირველი სოლო მინიალბომი გამოუშვა.

მინიალბომი „Homecoming”, რომელიც 6 კომპოზიციისგან შედგება, ემბიენთ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი და მთლიანად კასეტის ჩანაწერების ხმოვანი მანიპულაციით და სინთეზატორის დახმარებით იქნა ჩაწერილი.

„ვეცადე გადმომეცა ის პროცესი, ადამიანის სულიერი და ემოციური მდგომარეობა მისი სულიერი მოგზაურობის პროცესში და მის ბოლოს, როცა ის საკუთარ თავს სიმშვიდეში პოულობს. ასე ვარ მეც, თითქოს ვიპოვე საკუთარი თავი და ჩემს მუსიკალურ სამყაროში ახალი ეტაპი დაიწყო,“ – აცხადებს მუსიკოსი.


ღვინის შემსწავლელი „ონლაინ“ კურსები იწყება

KFC ექსკლუზიურად ვოლტზეა!