29
Nov
2019

betlive.com-მა და UniPAY-მ ბანკომატიდან თანხის უბარათოდ განაღდების სერვისი შექმნეს

29 Nov 2019

betlive.com-ისა და კომპანია UniPAY-ის თანამშრომლობით, ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდების სერვისი QR-განაღდება შეიქმნა.

 

„ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, betlive.com თავის სფეროში ინოვატორ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან, ნერგავს სიახლეებს და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული“.

ლოკალური ბარათი X Card-ის პროექტის წარმატებული გაშვების შემდეგ, რომელიც, „ბეთლაივის“ ბალანსზე არსებული თანხის ბანკომატებიდან განაღდებას გულისხმობს, კომპანიის წამომადგენლების თქმით, მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისი, QR-განაღდება შესთავაზეს, რომელიც, გულისხმობს ბანკომატებიდან უბარათოდ თანხის განაღდებას, მობილური ტელეფონის საშუალებით.

ამ თემაზე „მარკეტერი“ Betlive​-ს ბიზნესის განვითარების დირექტორ გუკა თოფურიძეს და UniPAY-ის გენერალურ დირექტორ კობა ქურდაძეს ესაუბრა.

რა უპირატესობა აქვს UniPAY-ის ახალ პროდუქტს?

QR განაღდების მეთოდი – ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაანაღდოს თანხა, ბარათის გარეშე, საკუთარი ანგარიშიდან მაქსიმალურად სწრაფი და დაცული გზით. ვთვლით, რომ ამ კონკრეტული ცვლილებით, ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც, პირობითად, ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ, ან ბარათი უზიანდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შესძლებოდათ კომფორტულად თანხის განაღდება, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით.

როგორ უნდა მივიღო თანხა ბანკომატიდან QR-განაღდების საშუალებით?

ამ სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია – შედიხართ betlive.com-ზე მობილური ვერსიიდან, შეგყავთ მომხმარებლის სახელი, პაროლი და ზედა მარჯვენა კუთხეში „დაკლიკავთ“ QR ღილაკზე. მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ჩარჩო – მოათავსებთ ჩარჩოში ბანკომატის ეკრანზე არსებული QR ვიზუალს, შეიყვანთ ბანკომატში პინ კოდს და მოითხოვთ სასურველ თანხას.

რამდენად უსაფრთხოა QR-განაღდების სერვისის გამოყენება? 

ამ მომსახურებით სარგებლობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო: „სმარტფონების“ მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განბლოკვისთვის იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას – ეს არის უსაფრთხოების პირველი შრე. ამასთან, როდესაც QR განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო – ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია. შედარებისთვის, პლასტიკური ბარათი მესამე პირისთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი – შეიძლება ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, QR განაღდება გაცილებით დაცულ სისტემას წარმოადგენს, რაც პირდაპირ გამორიცხავს მობილურის კოდის ცოდნას, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვას, თითის ანაბეჭდის დუბლირებას და ა.შ.

იგეგმება თუ არა, ამ პროექტის ჭრილში, სხვა ბანკებთან თანამშრომლობა?

ამ მომენტისთვის, QR განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით. „საქართველოს ბანკის“ ბანკომანტებიდან, ამ მომსახურებას მიღება დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი  „ლიბერთი ბანკთან“ კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სერვისი, მაქსიმუმ, 2020 წლის პირველ კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაცია და პარტნიორული თავსებადობაა, სადაც სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი – ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი არიან გაერთიანებული. ამ ნიშნით, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებულები.

როგორ უნდა გაააქტიუროს „ბეთლაივის“ მომხმარებელმა QR-განაღდების სერვისი?

QR-ით თანხის განაღდებისთვის, მომხმარებელი უნდა იყოს იდენტიფიცირებული – ანუ თუ მას, ერთხელ მაინც აქვს რომელიმე ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან „ბეთლაივის“ ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებული თანხა, ნიშნავს, რომ უკვე იდენტიფიცირებულია და ავტომატურად უაქტიურდება QR ღილაკი.

როგორ შეცვლის თქვენი მომხმარებლების ქცევას QR-განაღდების მეთოდი?

ეს არის ახალი ქცევა. რეალურად, ჩვენ გავამარტივეთ გზა თანხის გასანაღდებლად და შეიქმნა პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს სამ მნიშვნელოვან სტანდარტს: სანდოობას, უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას. სანდოობა – მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია; უსაფრთხოება – ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად არის შეზღუდული; ხელმისაწვდომობა – მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მივიდნენ ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა, ლიმიტის გათვალისწინებით, გაანაღდონ.

თქვენი აზრით, მარტივად აითვისებს მომხმარებელი ამ სიახლეს?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბეთლაივისა“ და UniPAY-ის მომხმარებლები ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინოვაციებს მარტივად ითვისებენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ბაზარზე ოპერირების კუთხით, ინოვაციას წარმოადგენდა და თითოეულ ეტაპზე, მომხმარებელთან თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ სერვისს მომხმარებლები მარტივად გამოიყენებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ QR განაღდების საკომისიო 0%-ია და მომხმარებელს ამ მომსახურებით სარგებლობისთვის, დამატებითი თანხის გადახდა, არ მოუწევს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ UniPAY-ის, ასევე TBC ბანკსა და „საქართველოს ბანკს“, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ პროდუქტის შექმნაში. მათ იდეის ინოვაციურობა და სარგებლიანობა თავიდანვე დაინახეს. ამის გარეშე, პროექტი, უბრალოდ, არ შედგებოდა. მადლობას ვუხდით, პროექტში მონაწილე 100-ზე მეტ ადამიანს, „ბეთლაივის“ გუნდის სახელით. ასევე, დეველოპერებს, რომლებმაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სერვისი იდეალურად, უმაღლეს სტანდარტზე გამართეს. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ დიდი პროექტის განხორციელებაში – დიზაინერებით დაწყებული, პროდუქტის იდეის ავტორით დამთავრებული.

 

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა