ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ტურნირი, betlive Master League საქართველოს სხვადასხვა წერტილში, რეგულარულ სეზონებთან ერთად, გრანდიოზულ საფეხბურთო ფესტივალებს მოაწყობს. მომდევნო 4 თვის განმავლობაში საქართველოს 8 ქალაქში 3-დღიანი საფეხბურთო დღესასწაულები ჩატარდება.
თითოეულ რეგიონში 8 ან 16 გუნდი იასპარეზებს და ტურნირი ჯგუფური ეტაპით დაიწყება. ფესტივალების საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდები კი, ფულად ჯილდოსთან ერთად, საქართველოს betlive Master League-ის შესარჩევი ეტაპის საგზურს დაეუფლებიან.
betlive Master League Festivals — ფესტივალების განრიგი:
სიღნაღი — 20-22 ივნისი
თელავი — 27-29 ივნისი
ფოთი — 4-6 ივლისი
ზუგდიდი — 18-20 ივლისი
ონი — 1-3 აგვისტო
მესტია —15-17 აგვისტო
სამტრედია — 19-21 სექტემბერი
ქუთაისი — 26-28 სექტემბერი
ყოველი ფესტივალის ფინალურ დღეს ადგილზე მისულ გულშემატკივრებს betlive-სგან საინტერესო საჩუქრები ელით. ფინალურ დღეს მაყურებლისთვის EA FC 25-ის ტურნირი ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც Playstation 5-ს, მეორე ადგილოსანი კი Marshall-ის დინამიკს მიიღებს. ტურნირისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ადგილზე იქნება შესაძლებელი და მონაწილეობას 18+ წლის ადამიანები შეძლებენ.
ადგილზე უამრავი საინტერესო აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და არაერთი საჩუქარი გელოდება — ამიტომ, დაესწარი betlive Master League-ის ფესტივალებს და იცხოვრე ფეხბურთით!
[R]













