in

Betlive-ზე, ცხენების დოღსა და ძაღლების გარბენზე, ფსონების განთავსება უკვე შესაძლებელია

ექსკლუზიურად Betlive-ზე! „ბეთლაივის“ მომხმარებელი, 24-საათიან რეჟიმში, ყველაზე აზარტულ და დინამიკურ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე სპორტზე – ცხენების დოღსა და ძაღლების გარბენზე – ფსონების განთავსებას შეძლებს“.

საქართველოში დოღისადმი ინტერესი დიდი იყო, თუმცა ახლა მას მივიწყებული სპორტი შეგვიძლია ვუწოდოთ – ერთ დროს, იპოდრომზე ხალხი იმ მიზნით იკრიბებოდა, რომ შეჯიბრი საკუთარი თვალით ენახა და აზარტიც დაეკმაყოფილებინა. ახლა კი, „ბეთლაივი“ დოღს ახალ სიცოცხლეს სძენს, არის იმისი საფუძველი, რომ ვთქვათ: მას ბევრი გულშემატკივარი და მაყურებელი ეყოლება.

იმისთვის, რომ სერვისი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, „ბეთლაივი“ მრავალფეროვან არჩევანსა და ლაივ „ტრანსლაციებს“ გთავაზობთ – შედეგად, თქვენ შეძლებთ, პირდაპირ ეთერში, ვებგვერდიდან გაუსვლელად, მიადევნოთ თვალი სასურველ შეჯიბრს და ეს ყველაფერი არაა: წინ ძალიან ბევრი, საინტერესო აქცია გელოდებათ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლისთვის, პირველი სამი ბილეთი ცხენების დოღსა და ძაღლების გარბენზე დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წაგების შემთხვევაში, ფსონის 100% მთავარ ანგარიშზე, ფრიბეთის სახით დაგიბრუნდებათ.

„SIS-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დოღის ტურნირებსა და ვირტუალურ დოღზე განათავსონ ფსონი. გაფორმებული ხელშეკრულებით უზომოდ ბედნიერები ვართ. SIS-თან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ”, – აღნიშნა „ბეთლაივის“ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ხუროშვილმა

„ბეთლაივსა“ და Sports Information Services (SIS) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ბეთლაივი“ უზრუნველყოფილი იქნება „პრემიუმ სერვისით”, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინგლისში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, დუბაიში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ კორეაში გასამართი დოღის პირველი კატეგორიის ტურნირებზე განათავსონ ფსონი. რაც შეეხება ძაღლების გარბენს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომბეთლაივი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელთანაც პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და ამით საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზის გაფართოების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. გვიხარია, რომბეთლაივის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 24 საათის განმავლობაში, დოღზე ფსონის განთავსების პროცესი ბევრად უფრო გაიმარტივონ და გაიმრავალფეროვნონ“, – განაცხადა SIS-ის კომერციულმა დირექტორმა პოლ უიტენმა.

 

[R]

რატომაა ხელით წერა სასარგებლო?

თიბისი აკადემია, რისკების მართვის მიმართულებით, სტუდენტების მიღებას იწყებს