in

betlive წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალური სპონსორია!

„ბეთლაივი“ აგრძელებს ქართულ სპორტთან აქტიურ თანამშრომლობას და ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ კომპანია უკვე წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალური სპონსორია. ამ თანამშრომლობის განმავლობაში ბეთლაივი თბილისურ კლუბს ყველა საჭირო რესურსითა და მედია მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი“ საქართველოში წყალბურთის ყველაზე ტიტულოვანი და დიდი ტრადიციის მქონე კლუბია. თანაც წელს დინამოელები ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებენ.

ბეთლაივი კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით „ჩვენი სპორტისთვის“, არაერთ წარმატებულ სპორტსმენსა და ფედერაციასთან თანამშრომლობს. პარტნიორების სიაში არიან რაგბის კავშირი, ძიუდოს, მძლეოსნობისა და ჩოგბურთის ფედერაციები, betlive მასტერ ლიგა, betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა; ასევე, ამბასადორები — დავით ნინიაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და ამირან გოგოლაძე. მათ რიგებს უკვე თბილისური წყალბურთის კლუბიც შეუერთდა. კამპანიის მთავარი მიზანი კი ქართული სპორტისა და ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა და სხვადასხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციაა.

[R]

კავშირი მარტოსულობასა და „სამეფო კარის თამაშებს“ შორის — კვლევა

Ikea-ს ბრუტალურად გულწრფელი კამპანია