in

Betsson Forum: Crossroads

ნებისმიერ ბრწყინვალე კარიერას, ნებისმიერ რეკორდულ თამაშს თუ სენსაციურად გატანილ გოლს აქვს წერტილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა…სადაც ერთმა კრიტიკულმა არჩევანმა ისტორია ორ ნაწილად გაყო, სრულად გარდაქმნა თანამედროვე სპორტის ლანდშაფტი.

11-12 აპრილს თბილისი უკვე მეორედ უმასპინძლებს სპორტზე თხრობის ფორუმს – ორდღიან სპორტულ დღესასწაულს ასობით სტუმრითა და ცნობილი სპიკერებით, რომლის ფარგლებშიც სცენაზე ლეგენდარულ სპორტსმენებს, გამორჩეულ ჟურნალისტებსა და ციფრული მედიის წარმომადგენლებს ვიხილავთ.

Betsson Forum: Crossroads, 11 აპრილს, 18:00 საათზე კვლავ Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო დისკუსიასა და პრეზენტაციას უმასპინძლებს. ფორუმის მომხსენებლებს შორის არიან: მანჩესტერ იუნაიტედის და აიაქსის ლეგენდა ვან დერ სარი, ლონდონის არსენალის ნამდვილი მაესტრო რობერ პირესი და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც ასევე იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელია. ფორუმის უცვლელი სპიკერია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძეც. რა თქმა უნდა, ფორუმი მხოლოდ ფეხბურთს არ დაეთმობა და სცენაზე წარდგება საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლეგენდა, გიორგი ცინცაძე, პერფორმანსით – “სპორტი სცენაზე”, სადაც “ბუ”თავისი კარიერის განსაკუთრებული მომენტების შესახებ გვიამბობს. საინტერესო პრეზენტაციებს წარადგენენ ისეთი მედიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Tribine, 11 Freunde ასევე იტალიის სერია A-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ფორუმი თავისი მასშტაბითა და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება და ყოველწლიურად სპორტის ასობით მოყვარულსა და პროფესიონალს აერთიანებს.

ფორუმის ორგანიზატორი: Betsson sport

ბილეთები.

apeople ეკომეგობრული სამუშაო გარემოს შექმნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს

უკმაყოფილო მომხმარებლის პირველი საჩივარი თიხის ფირფიტაზე დაიწერა