in

ბეთსონ ჯგუფმა წლის საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო მოიპოვა

შვედურმა საერთაშორისო კომპანიამ “ბეთსონ ჯგუფი” ცოტა ხნის წინ საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო მოიპოვა. ესაა კომპანია, რომელიც უკვე 55 წელია, მოღვაწეობს გემბლინგ ინდუსტრიაში და სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობს. ბეთსონ ჯგუფი აერთიანებს დაახლოებით 20-მდე ბრენდს და მისი უმთავრესი ღირებულება და მიზანი თანამშრომელზე ზრუნვაა.

bog
bog-mob

ბეთსონ ჯგუფმა აღნიშნული ჯილდო გეიმინგის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე “EGR” მოიპოვა. კომპანიები სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან და ის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში იმართება. წელს ბეთსონ ჯგუფი შორთ ლისტში მოხვედრილი 10 კომპანიიდან აარჩიეს, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი. წლის დამსაქმებლის სტატუსი ნიშნავს, კომპანიის ორანიზაციული განვითარების აღიარებას, რეკრუტმენტში, დასაქმებულებში, სამოტივაციო სისტემებსა და უნარების განვითარებაში ეფექტური ინვესტირების გზით. სპეციალური აქცენტი გაკეთდა კომპანიის მიერ ნათელი გეგმის ქონაზე, სწორი კორპორატიული კულტურის დანერგვისა და განვითარების მხრივ მთლიანად ონლაინ გეიმნიგის ინდუსტრიაში.

შეფასების პროცესში ჟიური ყურადღებას აქცევდა ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა:

  • თანამშრომელთა შენარჩუნება და ჩართულობა;
  • პოზიტიური ლიდერობა და მართვა;
  • ანაზღაურებისა და ბენეფიტების სქემები;
  • ტრენინგებისა და განვითარების ინიციატივების ხარისხი.

2015 წლიდან “ბეთსონ ჯგუფის” წევრი ქართული გემბლინგ კომპანია “ევროპაბეთი” გახდა. აღსანიშნავია, რომ ევროპაბეთიც საერთაშორისო კომპანიის ღირებულებებით უძღვება საქმიანობას და დღეს მისთვის თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.

“ადამიანური რესურსებისა და კორპორატიული კულტურის ნაწილში სრული თანხვედრა გვაქვს ბეთსონ ჯგუფთან და სრულიად ვიზიარებთ მათ შეხედულებებს. ევროპაბეთის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ასევე გახლავთ თანამშრომელზე ზრუნვა და ამისთვის ბევრ სხვადასხვა ინიციატივას და აქტივობას მივმართავთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ მხრივ ევროპაბეთის, როგორც გამორჩეული დამსაქმებლის პოზიცია საკმაოდ დამკვიდრებულია და ჩვენი კორპორატიული კულტურის შესახებაც დასაქმების მაძიებლებისთვის არის ცნობილი. კომპანიის ლინკდინის გვერდზე ყოველთვის ვდებთ ინფორმაციას კომპანიის თანამშრომელთა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ რაც უკვე გარკვეულ მოლოდინებს უჩენს დასაქმების მაძიებელს, შესაბამისად ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს, რადგან თამასა უკვე საკმაოდ მაღალია,”თამარ ქლიბაძე, ევროპაბეთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

 

ევროპაბეთში ამბობენ, რომ მსგავსი კონკურენციის პირობებში ეს ჯილდო კომპანიისთვის დიდი პატივი და სართაშორისო აღიარებაა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც, რათა მან ეს სტატუსი გაამართლოს და წლების განმავლობაში შეინარჩუნოს.

“ჩვენი კორპორატიული კულტურა უკვე ნორმაა ჩვენი დასაქმებულებისთვის და მათზე ზრუნვისას სულ გვჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, რომ შევთავაზოთ სიახლეები და შევძლოთ მათი გაოცება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ახალი ინიციატივა ძალიან მალე ხდება ხოლმე გაზიარებული სხვა კომპანიების მიერ. ეს სტატუსი პირველ რიგში სტაბილურობისა და სიმყარის განცდას აძლევს დასაქმებულს. მესიჯია დასაქმების მაძიებლისთვის, რომ ამ კომპანიაში იპოვნის მისთვის სასურველ გარემოს, შეძლებს განვითარებას და რეალიზებას. ასევე ხაზს უსვამს კომპანიის მართვის სტრატეგიას, ლიდერობის სტილს და დასაქმებულების პროფესიონალიზმს, რადგან ეს სტატუსი კომპანიის ყველა თანამშრომლის ერთობლივი შრომის შედეგია. ვერ გაატარებ ვერანაირ თუნდაც პოზიტიურ ცვლილებას თუ ამაში ხელს კომპანიის ტალანტები არ გიწყობენ,” – თამარ ქლიბაძე

[R]

“ფორსაჟი 9”-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა! [ვიდეო]

თოლიები მიფრინავენ? ვახო ვახტანგიშვილი