სულ მალე, სასტუმრო „ტელეგრაფში“ Spotlight X გაიმართება. ინოვაციური ხედვები, ინდუსტრიების გადაკვეთაზე დაბადებული იდეები და რეალური გამოცდილების გაზიარება კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში. სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძველს Betsson-ისა და „სფოთლაითის“ მრავალწლიან პარტნიორობას. ჯერ კიდევ 2018 წელს, ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა „სფოთლაითის“ ახალი მიმართულება Spotlight Tech – სივრცე, რომელმაც ტექნოლოგიური განვითარებითა და კრეატივით დაინტერესებულ ადამიანებს მსოფლმხედველობის გაფართოებისა და საინტერესო დისკუსიების გამორჩეული პლატფორმა შეუქმნა. წლების განმავლობაში, ეს თანამშრომლობა გაცდა სტანდარტულ ჩარჩოებს, რადგან ორივე მხარეს ერთი ინტერესი ამოძრავებს: შეიქმნას ხარისხიანი, მომავალზე ორიენტირებული გარემო, სადაც ცოდნის გაზიარება ახალი მასშტაბური პროექტების მთავარ იმპულსად იქცევა. 14 ივნისს, Spotlight სტუმრებს სრულიად ახალი შთაგონებით უმასპინძლებს. ამ ხანგრძლივ მეგობრობასა და უახლოეს მოლოდინებზე Betsson-ის HR დირექტორი, თამარა ქლიბაძე გვესაუბრება.
M: „სფოთლაითთან“ ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ – როგორ ხედავთ ღონისძიების მნიშვნელობას თანამედროვე გადმოსახედიდან?
„სფოთლაითისა“ და, ზოგადად, მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ბიზნესით, ინოვაციებით, კრეატივითა და ტექნოლოგიური განვითარებით დაინტერესებული ადამიანების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
ჩვენი მეგობრობა ძალიან ბევრ წელს ითვლის – ჯერ კიდევ 2018 წელს, ჩვენი კომპანიის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა „სფოთლაით ტექს“ და ეს მჭიდრო პარტნიორობა დღემდე გრძელდება.
M: თქვენი შეფასებით, რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?
„სფოთლაითი“ ნამდვილი ინსპირაციის წყაროა ბიზნესსა და ტექნოლოგიებში ჩართული პროფესიონალებისთვის. ის ყოველთვის გაძლევს მიმართულებას და გიტოვებს საფიქრალს. თითოეული ღონისძიება კონკრეტული თემის გარშემო ერთიანდება, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა სფეროს წამყვანი ექსპერტების გამოცდილებას ისმენ. ეს საკითხის აღქმის სპექტრს აფართოებს და საუკეთესო სივრცეს აჩენს ახალი იდეებისა თუ პროექტების დასაბადებლად.
M: რატომ არის Betsson-ისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის საქართველოში ყველაზე ხარისხიანი, კარგად ორგანიზებული, გემოვნებიანი და მომავალზე ორიენტირებული ღონისძიება. გარდა ამისა, როგორ შეიძლება არ იყოს დიდი პატივი ისეთ პროექტთან თანამშრომლობა, რომლის დასასწრები ბილეთებიც გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთ საათში სრულად იწურება? ჩემი აზრით, მონაწილეების ეს უდიდესი დაინტერესება თავადვე მეტყველებს ყველაფერზე.
M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…
განვითარების წყურვილი და სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვაა ის, რაც ყველას გვაერთიანებს, ვინც კი „სფოთლაითთან“ რაიმე ფორმით ვართ დაკავშირებული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა – გაბედულებაც, რადგან ამ თვისების გარეშე, უბრალოდ, არაფერი გამოვიდოდა.
M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?
ყოველი „სფოთლაითი“ განსხვავებული და უნიკალურია. წლევანდელი ღონისძიება კი, ვფიქრობ, ყველაზე ინსპირაციული და საინტერესო იქნება, რადგან ისეთი თემის გარშემო ტრიალებს, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და შესწავლილი. ასეთ დროს კი ყველაზე ფასეული სწორედ თავად მომხსენებლების უშუალო გამოცდილების მოსმენაა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] — მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar












