ალბათ, უკვე ვეღარავის წარმოგვიდგენია სამყარო, რომელშიც მობილური კავშირები არ არსებობს. დროთა განმავლობაში სატელეფონო ტექნოლოგიის განვითარებამ საშუალება მოგვცა, კომუნიკაცია უფრო ფართო მანძილზე „გაგვეჭიმა“. ახლა კი ყოველდღიურობის მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტებს რომ გადავავლოთ თვალი და იქიდან მობილურის არსებობა გამოვრიცხოთ, სრულ ქაოსს მივიღებთ. მობილური ქსელების ავსტრალიურმა კომპანია Telstra-მ კი მისი სერვისის საიმედოობა და მნიშვნელობა 26 მინი, ანიმაციურ-თოჯინური რეკლამების ერთობლიობით გამოხატა.
თითოეული მათგანი ცხოველებისა და მცენარეების თოჯინურ პერსონაჟებს მოიცავს.