30 ოქტომბერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი ოფიციალურად დაიწყო.
ყოველი თვის ბოლო პარასკევს, ჯეოსელ ჰაბი საქართველოში მოღვაწე სააგენტოებს უმასპინძლებს. ჯეოსელ-ჰაბშიაუდიტორიის წინაშე პირველად ასოციაციის წევრი სააგენტო, “DDB Betterfly” წარსდგა თემით “Better flying opportunities”. ბაჩო მებურიშვილმა (კრეატიული დირექტორი) და ეკო ჩუბინიძემ (პროექტ მენეჯერი) კომპანიისძირითადი და ყველაზე საინტერესო ქეისები განიხილეს.
ჯეოსელ-ჰაბი ნოემბერშიც საინტერესო თემით უმასპინძლებს მორიგ სააგენტოს, თუ გსურთ დასწრება, გაიარეთ რეგისტრაცია ჯეოსელ-ჰაბის ონლაინ აპლიკაციით, ჯეოსელის ფეისბუქის გვერდიდან.
შეგახსენებთ, რომ ჯეოსელ-ჰაბი არის თავისუფალი სივრცე ჯეოსელის მაღაზიებში, სადაც სისტემატიურად ტარდება მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები. ასევე, პრეზენტაციები ტექნოლოგიური სიახლეების, ტენდენციების, განვითარების შესახებ.
მარკეტერი გთავაზობთ 30 ოქტომბრის ვიდეოს











