in

Betterfly-ს ახალი კრეატივ დირექტორი ჰყავს – რა შეიცვლება სარეკლამო სააგენტოში

Processed with RNI Films. Preset 'Agfacolor 40's'

სარეკლამო სააგენტო DDB Betterfly-ს ახალი კრეატივ დირექტორი ჰყავს. მიშა უსტინოვი 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალია. მისი კარიერა ერთ-ერთ პატარა დამოუკიდებელ სააგენტოში, სარეკლამო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად დაიწყო, შემდეგ კი Leo Burnett-სა და BBDO Moscow-ში, კრეატივ დირექტორის პოზიციაზე გაგრძელდა. მან კარიერის დიდი ნაწილი Leo Burnett-ში გაატარა. მის სახელს უკავშირდება სარეკლამო კონტენტის შექმნა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: Renault, McDonald’s, Uber, P&G, PepsiCo, Reiffeisenbank და ა.შ.

რას შეცვლის ახალი კრეატივ დირექტორი DDB Betterfly-სა თუ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში? უსტინოვი სარეკლამო სააგენტოში დიდ ცვლილებებს გეგმავს – სპეციალური კონკურსის მეშვეობით, დააკომპლექტებს ახალ გუნდს. მისი თქმით, გუნდის ახალ წევრებს შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩევს – შესაბამისი უნარები, სწორი დამოკიდებულებები და გუნდური სულისკვეთება. ქართულ კრეატიულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ წარმოდგენებსა თუ აქ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ გეგმებზე მარკეტერი DDB Betterfly-ს ახალ კრეატივ დირექტორს – მიშა უსტინოვს ესაუბრა: 

M: რატომ გადაწყვიტეთ კარიერის საქართველოში გაგრძელება?
ერთ-ერთი მთავარი უნარი კრეატიული ადამიანისთვის არის შეიცვალოს კონტექსტი. ასევე, მთავარი კითხვა, რომელსაც კრატივის მხრივ მომუშავე ადამიანები ყოველდღიურად უსვამენ საკუთარ თავს არის – „რა მოხდება, თუ?“ ეს შეკითხვა ჩვენი ინსტრუმენტია და მე მის გამოყენებას ვცდილობ. მადლობელი ვარ DDB Betterfly-ს, რომ აქ მომიწვიეს. 

M: რა ინფორმაციას ფლობდით ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაზე, სანამ შემოგვიერთდებოდით?
ვიცი, რომ ქართული სარეკლამო ინდუსტრია ძალიან სწრაფად იზრდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ლომებით ხელში ბრუნდებოდით კანის ფესტივალიდან. ხოლო, თუ საუბრობთ შემოქმედებით ინდუსტრიაზე უფრო ფართო გაგებით, ვიდრე სარეკლამო კონტენტის შექმნაა, საქართველოს აქვს მსოფლიოში ცნობილი ვიზუალური კულტურა: ხელოვანები, კინომატოგრაფები, დიზაინერები. კულტურა, რომელმაც შვა ოთარ იოსელიანი და ზურა აფხაზი, ძალიან აღმაფრთოვანებს.

M: რა გამოწვევები გაქვთ, როგორც DDB Betterfly-ს ახალ კრეატივ დირექტორს?
ჩვენი მთავარი გამოწვევა არ არის მხოლოდ მულტიდისციპლინურ სააგენტოდ ყოფნა. ჩვენ გვინდა ვიყოთ შემოქმედებითი საკონსულტაციო სააგენტო ჩვენი კლიენტებისთვის. კრეატიულობა არ არის მიზანი, ეს ინსტრუმენტია გამოწვევების გადასალახად, ბიზნესისა თუ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ხანდახან, ყველაზე ეფექტური კრეატიული გადაწყვეტილება მოდის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებიდან, ვიდრე ტრადიციული რეკლამაა. მაგალითად, მედიის ჭკვიანურად გამოყენება, Burger King-ის გენიალური კამპანიისთვის Ok, Google! Betterfly DDB-ში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაერთიანოთ რამდენიმე მიმართულება – სტრატეგიული და კრეატიული ძალები, რომ მოვიფიქროთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები ჩვენი კლიენტებისთვის. 

M: რას ფიქრობთ, რა ცვლილებას მოუტანთ ქართულ კრეატიულ კლიმატს?
მე არ ვარ დავიდ დროგა, ვისმა მოსვლამაც შეიძლება ავტომატურად შეცვალოს მთელი ინდუსტრია. ამ ეტაპზე, კონცენტრირებული ვარ მხოლოდ Betterfly DDB-ს სამუშაოზე. თუმცა, როცა ერთი სააგენტო მუშაობს კარგად, ეხმარება კლიენტებს მათი მიზნების მიღწევაში, იგებს ჯილდოებს, ეს ეხმარება მთელ ინდუსტრიას გაზრდაში. 

ნურაფერი შეგაჩერებს – Nike-ის ახალი კამპანია ქალი ათლეტების მონაწილეობით

როგორ ვაჩუქოთ მთვარე საყვარელ ადამიანს – 3D პრინტერით დაბეჭდილი სანათი