ლიკანის კამპანია “სენსაციური აღმოჩენა თბილისის მახლობლად” პრაღის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის PIAF-ის ფინალისტია, ნომინაციაში – “ტრადიციული სარეკლამო ფორმატის კრეატიულად გამოყენება”. 13 კონკურენტთან ერთად ფინალში მოხვედრილი ქართული სარეკლამო სააგენტო BetterFly “განაჩენს” 22 მაისს მოისმენს.
შეგახსენებთ, “ლიკანის” კამპანია 2012 წლის 12 ივლისს დაიწყო. სპეციალურად ციფრული მარკეტინგისთვის ვიდეო რგოლი (ლიკანის ქეისი) სარეკლამო კომპანია BetterFly-მ დაამზადა. მათვე წარადგინეს კრეატიული საგენტოების კონკურსზე, როგორც საკუთარი ნამუშევარი.
ნახეთ ვიდეო ქეისი:
“PIAF ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, მსოფლიოს მასშტაბით, კრეატიული სააგენტოები და წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. წინასწარ ცხადდება ნომინაციები და ვადები. მსურველებს საშუალება აქვთ გააგზავნონ საკუთარი ნამუშევრის შესახებ ვიდეო. რგოლში უნდა ჩანდეს: რა ამოცანა ჰქონდა კამპანიას, რა მიდგომები იყო, რა გაკეთდა, უშუალოდ ვიდეო და რა შედეგით დასრულდა. რგოლების გარდა, არის სხვა კატეგორიები: გარე რეკლამა, ბანერები და ა.შ. უნდა ითქვას, რომ ფესტივალში მონაწილეობენ Ogilvy & Mother Czech Republic; AlmapBBDO Brasil, DDB Kft Hungary, Publicis Groupe Digitas France, Leo Burnett Italy და სხვა”,- ამბობს ნინო დათიაშვილი BetterFly-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში 22 მაისს გამოვლინდებიან. ერთი დღით ადრე, კი გაიმართება სემინარები და ვორქშოპები, სადაც მსოფლიოში წამყავნი კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცილებას გაუზიარებენ.
“რაც წარდგენილი რგოლები ვნახეთ, ვთვლით, რომ გვაქვს შანსი გავიმარჯვოთ, ეს მნიშვენლოვანი იქნება ჩვენთვის როგორც სააგენტოსთვის. გამარჯვებული PIAF –ის სპეციალური ჯილდოს მიიღებენ, გარდა ამისა, შესაძლებლობა გვაქვს დავამყაროთ მნიშვენლოვანი კონტაქტები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. გავეცნოთ ამ სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებ და თანამედროვე მიდგომებს. ეს ,თავის მხრივ, მოგვიტანს საერთაშორისო კონტაქტებს. ასევე საშუალება გვაქვს წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა და დავანახოთ, რომ საქართველოში ეს სფერო არ არის ჩამორჩენილი და მეტიც, ევროპის ტენდენციებს მიჰყვება ფეხდაფეხ”- ამბობს ნინო დათიაშვილი.
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ BetterFly-ს და ლიკანს.