in

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Betterfly-ის შემოქმედებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Betterfly-ის პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.

ლუდი ქარვა – იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს

ბრენდი ქარვას საკომუნიკაციო პლატფორმა „განიქარვეს“ ქვეშ, ახალგაზრდებს შეახსენეს, თუ რა მუხტის და შეგრძნებების მატარებელია ახალგაზრდობა, რომ ყველა დროში, ყველა თაობაში, ახალგაზრდული  ცხოვრების წესი, ტემპერამენტი, ემოცია ძალიან მსგავსია და განსხვავებულია ცხოვრების სხვა დანარჩენ ფაზებთან შედარებით. კამპანიის ფარგლებში, გაკეთდა მთავარი ვიდეო და ციფრული არხებისთვის რგოლები, ცნობადი სახეების მონაწილეობით.

ბრენდი დუგლაძე – განვითარების ტრადიცია

მრავალწლიანი ისტორია და სიახლისკენ სწრაფვა, ტრადიციების მივიწყების გარეშე, ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ „სუხიშვილებს“ დაუკავშირა. სწორედ ასე შედგა მათი კოლაბორაცია, რომელიც გვიამბობს ისტორიას თუ როგორია ყოველდღიური შრომა განვითარებისთვის. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, სუხიშვილების მონაწილეობით, ასევე კამპანიის ვიზუალები ციფრული არხებისთვის.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) – უგზოუკვლოდ დაკარგულები

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების დიდი ნაწილი, დაახლოებით 2300 ადამიანი, ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება და ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ მათ. კამპანიის მიზანი იყო წარმოეჩინა პრობლემის სიმძაფრე, რათა ყველა პასუხისმგებელი მხარისთვის ყოფილიყო გასაგები, რომ პრობლემა მწვავეა და მის გადასაწყვეტად ყველას ჩართულობაა მნიშვნელოვანი.

ლექსუსი – პრინტ კამპანია

ლექსუსის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის კამპანიის ფარგლებში, ბეთერფლაიმ შექმნა საკომუნიკაციო გზავნილი, პრინტების ვიზუალური კონცეფცია და ნამუშევრები/

ინდიგო – ერთი დიდი სიამოვნება

თოლიას ახალი ნაყინის, „ინდიგოს“, გამოშვების კამპანიის ფარგლებში გუნდმა იმუშავა კამპანიის კრეატიულ კონცეფციისა და საიმიჯო ვიდეო რგოლის სცენარზე. ინდიგოს გემოვნური თვისებების გადმოსაცემად, ცადეს ეჩვენებინათ, თუ რა არაამქვეყნიური სიამოვნება შეიძლება მოგგვაროთ ინდიგოს ყოველმა ლუკმამ.

ლიკანი – ულევი ლიკანი ეყოფა ყველას

იუმორისტული ჟანრის კამპანიებიდან, ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელია, ლიკანის ვიდეო რგოლი, რომელიც ახალი – 1.5-იანი ლიკანის უპირატესობებს უსვამს ხაზს. კამპანიის ფარგლებში, გარდა ვიდეორგოლისა, ასევე შეიქმნა ინტერაქციული თამაში და კამპანიის ვიზუალები გარე რეკლამისთვის.

ლუდი „კასრი“ – გააცოცხლე ბარი სახლში

კამპანიის მიზანი იყო, რომ მომხმარებლისთვის მიეწვდინათ ინფორმაცია, რომ ლუდი „კასრის“ არის ჩამოსასხმელი ლუდი ბოთლში და მას თან მოჰყვება ყველა ის შეგრძნება და განწყობა, რაც ბარში ჩამოსასხმელი ლუდის მირთმევისას გეუფლებათ.

ბორჯომის ვებგვერდი – ხარისხის 125 წელიწადი

ბორჯომის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვებგვერდის მიზანი იყო მომხმარებელს ემოგზაურა ქართულ ოჯახებში და ამ გზით ენახა, თუ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ცხოვრების სტილი, ესთეტიკა, გემოვნება, ხოლო ბორჯომი იყო ყველგან, თავისი დროსთან შესაბამისი ვიზუალით და უცვლელი ხარისხით.

წყალი „ბაკურიანი“ – როცა გიყვარს და ზრუნავ

წყალი ბაკურიანის საიმიჯო კამპანიის ფარგლებში გუნდმა იმუშავა ვიდეორგოლისა და ძირითადი ვიზუალების კონცეფციასა და აღსრულებაზე. ზრუნვას დიდი ძალა აქვს და საოცრებების მოხდენა შეუძლია, სწორედ ეს იყო ვიდეოს მთავარი სათქმელი.

ოლდ აირიშ – ირლანდიური გემო

პროექტის ფარგლებში, სააგენტოს მიერ შეიქმნა ახალი ბრენდი, ბრენდის კონცეფცია, სახელი, შეფუთვა და ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანია.

26 მაისის ბრენდინგი

საზღვარგარეთ არსებული ქართული საელჩოებისთვის შეიქმნა ბრენდინგი 26 მაისის თემატიკით. საელჩოებმა, ამ დღის აღსანიშნავად, აღნიშნული ვიზუალური სტილის გამოყენებით დაამზადეს სასაჩუქრე ატრიბუტები და ღონისძიებისთვის საჭირო დეკორაცია.

სითიზენის გრაფიკული ვიდეორგოლი

საცხოვრებელი კომპლექსისთვის „სითიზენი“ შეიქმნა გრაფიკული ვიდეორგოლი, რომელიც მარტივი გზით გიყვებათ, თუ რა ფუნქციონალისგან შედგება სითიზენის მიერ მომავალი მობინადრეებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

MIT-ის რობოტმა კაბა რევოლუციური მეთოდით შექმნა

შესაძლოა, ამ სტიკერმა პაციენტებს ლაპარაკის უნარი დაუბრუნოს