8
Dec
2016

სარეკლამო სააგენტო BetterFly კომპანია Socialbakers-ის პარტნიორი გახდა

8 Dec 2016

სარეკლამო კომპანია BetterFly სოციალური მედიის ანალიტიკისა და ფაბლიშინგის ონლაინ პლატფორმის, socialbakers.com-ის პარტნიორი გახდა. პარტნიორობის შედეგად BetterFly-ის საშუალება ექნება, კომპანიების სოციალური მედია აქტივობის კომპლექსური ანალიზი განახორციელოს. ამასთანავე, შედარებითი ანალიზის სახით კონკურენტი კომპანიების ფეიჯების ძლიერი და სუსტი მხარეები წარმოაჩინოს და ამით მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდას ხელი შეუწყოს. BetterFly | DDB -ის ციფრული პროექტების მენეჯერის, სანდრო ხასიას თქმით, ქართულ ბაზარზე ონლაინ მომხმარებლის და სოციალური მედია აქტივობების კვლევის ნაკლებობაა და ამიტომაც, ეს ინფორმაციები ყველას გამოადგება. უფრო დეტალურად პარტნიორობის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: მოგვიყევით, რას წარმოადგენს socialbakers.com?

Socialbakers არის სოციალური მედიის ანალიტიკისა და ფაბლიშინგის ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, მარკეტერებს შეუძლიათ გაანალოზონ სოციალური მედია აქტივობები და დაითვალონ ROI.  პლატფორმას აქვს სოციალური მედიის მონაცემთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა: Facebook, Instagram, Twitter, Youtube, Linkedin, Google+ და VK.com; ყოველდღიურად ახდენს 8 მილიონამდე გვერდის მონიტორინგს, მათ შორის ქართული გვერდებისას. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ქართული სოც. მედია გვერდების მონაცემთა რაოდენობა ამ პლატფორმაზე.

betterfly

M: როგორ გახდით socialbakers-ის პარტნიორები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალურ მედიაში არსებული ნებისმიერი კომუნიკაცია იყოს როგორც კრეატიული და საინტერესო, ისე სწორ ანალიტიკაზე დაფუძნებული. შესაბამისად, ვეძებდით ისეთ ონლაინ ხელსაწყოს, რომლებიც დაგვეხმარებოდა ანალიზისა და ეფექტური განთავსების პროცესში.

Socialbakers-ის პლატფორმა, ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ქართული ბაზრიდან გამომდინარე და როგორც ხშირად ხდება, ჩვენი თანამშრომლობაც ერთი ელექტრონული წერილის გაგზავნით დაიწყო. სექტემბერს, Dmexco 2016-ზე (ციფრული მარკეტინგის ექსპო და საკომფერენციო ღონისძიება) ყოფნისას, შევხვდით მათ წარმომადგენლებს, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები და უკან დაბრუნებისთანავე ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ.

socialbakers

M: რა ეტაპზე ხართ ამჟამად და რა შესაძლებლობებს მოგცემთ ეს პლატფორმა?

თანამშრომლობის შედეგად უკვე შეგვიძლია პარტნიორი ბრენდების სოციალური გვერდების საკმაოდ კომპლექსური ანალიზი. მონიტორინგს ვუწევთ პლათფორმაზე განხორციელებულ აქტივობებს და ვზომავთ მიღებულ შედეგს. ასევე, Socialbakers-ის პლატფორმა საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ზოგადად ინდუსტრიებს. შედარებითი ანალიტიკის ხელსაწყოს საშუალებით კი, ვაკვირდებით ბრენდების შედეგებს კონკურენტ გვერდებთან მიმართებაში.

BetterFly | DDB-ისა და Socialbakers-ს შორის თანამშრომლობა პირველ ფაზაშია, თუმცა უკვე დავიწყეთ აქტიურად საუბარი ზოგადი კრებითი სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაზე საქართველოს ბაზრისთვის.

M: რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა ეს მსოფლიოში და რა სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის?

ნებისმირ საკომუნიკაციო აქტივობას სჭირდება მარკეტინგული მონაცემების გაანალიზება. ამიტომ, ეს არა თუ გავრცელებული, არამედ აუცილებელი პრაქტიკაა.

ქართულ ბაზარზე ონლაინ მომხმარებლისა და სოციალური მედია აქტივობების კვლევა, ჯერჯერობით, არასათანადოდ ხორციელდება. პოპულარული სოციალური ქსელების დაკვირვება და ანალიზი დაგვეხმარება ქართველი ონლაინ მომხმარებლის უკეთ შესწავლაში. ეს ინფორმაცია კი, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს მომხმარებელთან კომუნიკაცია ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ.

betterfly

განხილვა