მედია ინდუსტრიაში არის გამოთქმა – არავინ კარგავს სამსახურს ზედმეტი GRP-ების ყიდვისას.
GRP სატელევიზიო მედიაკამპანიების ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივი პარამეტრია, ხოლო მოცვა და სიხშირე მასთან დაკავშირებული ცვლადები. ზუსტად ამ სამი სატელევიზიო პარამეტრის შესახებ მოგვითხრობს BetterFly Media-ს მიერ მომზადებული რიგით მესამე ვიდეო „ტუტორიალი”.
GRP – ცენტრალურ როლს თამაშობს მსოფლიოში სატელევიზიო-სარეკლამო მედია დაგეგმარებაში. GRP (Gross Rating Point) მიიღება მათემატიკური ფორმულით და ასახავს სარეკლამო კამპანიის შედეგად დაგროვილ აუდიტორიის ჯამს. მედია მენეჯერები და მარკეტერები ამ პარამეტრს იყენებენ კამპანიების შედეგების გასაზომად და მომავალი სარეკლამო კამპანიების დასაგეგმად.
ამ ყველაფერს უფრო დეტალურად ქვემოთ ვიდეოში იხილავთ.
[R]