ადამიანებს არსებული რეალობა რომ ურჩევნიათ იდეალურ სამყაროს, ეს ამ ბრენდმაც კარგად იცოდა, ამიტომ შესანიშნავი მაგალითი შემოგვთავაზა… Bettr ყავის ძველი ბრენდი ნამდვილად არ არის, 2011 წელს სინგაპურში დაარსდა და ცდილობს, ჩვენი პლანეტა ჰოლისტიკური საგანმანათლებლო პროგრამებითა და მარგინალიზებული თემების გაძლიერებით გააუმჯობესოს.
ახლა კი Anak-მა Bettr-ის ახალი ბრენდინგი გაგვიზიარა. ეს იდენტობა ცნობიერ ბრენდინგში ტრანფორმაციულ ცვლილებას გვთავაზობს, რაც მდგრადობის ახალ მიდგომაშიც გადაიზარდა. მიზნად ისახავს გულწრფელი კავშირის დამყარებას იმედგაცრუებულ აუდიტორიასთან… თუმცა ამისთვის Anak-მა უბრალო ილუსტრირებული ბრენდის პერსონაჟები კი არა, არამედ სამგანზომილებიანი პიროვნებები შექმნა. ამ სამყაროს Planet Bettr-ის სახელით გვაცნობენ და იგი 100%-ით ნაკლითაა სავსე, რომელშიც 3 მთავარი გმირი ცხოვრობს.
„სოციალური გავლენისა და მდგრადობის სამყარო ძირითადად სავსეა ბრენდის ბედნიერი თილისმებით, რაც ბრენდსა და რეალურ ცხოვრებას შორის უზარმაზარ უფსკრულს აჩენს. პლანეტის დახმარება რთული საქმეა… ახალი Bettr-ის ბრენდი კი სოციალური საწარმოების სამყაროს მთელი თავისი არასრულფასოვნებით აღნიშნავს და ყველას მოუწოდებს — Scr*w perfect, make an impact“, — აცხადებს ლი ჰანი, Anak-ის შემოქმედებითი პარტნიორი.
ამგვარად, ვიზუალურ იდენტობაში ყავის ყიდვის მხიარული გამოცდილება ასახეს გამორჩეული ტიპოგრაფიით, თავდაჯერებული და მკაფიო ფერთა პალიტრით, უცნაური პერსონაჟებითა და პირდაპირი ტონით. დანარჩენი კი თავად ნახეთ: