თქვენს სმარტფონს და პლანშეტს ბეთხოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულება შეუძლია და ამაში დასარწმუნებლად იაპონიის Google-ის ოფისმა პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი მოაწყო.
მათ დახატეს 300 ანდროიდ პერსონაჟი, ანუ Androidify და 300 სმარტფონსა და ტაბლეტში მოაქციეს. გაჯეთები სპეციალურად მოწყობილ დაფაზე დაამონტაჟეს, ერთდროულად ჩართეს და სამასივე მოწყობილობამ ბეთხოვენის მეცხრე სიმფონია შეასრულა.