in

ბიონსე Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა

ამერიკელი მომღერალი ბიონსე სპორტული ბრენდის, Adidas-ის კრეატიული პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ვარსკვლავი, სპეციალურად კომპანიისთვს, ახალ კოლექციას შექმნის. გარდა ამისა, ხელახლა ჩაუშვებს წარმოებაში სამოსის საკუთარ ხაზს Ivy Park.

უცხოური მედია წერს, რომ სიახლე მხოლოდ სპორტული სამყაროსთვის კი არა, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვისაც მნიშვნელოვანი და სამაგალითო მოვლენა იქნება.

„ეს თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. Adidas-მა გაარღვია შემოქმედებითი საზღვრები. მე ვიზიარებ ფილოსოფიას, რომ ბიზნესში მთავარია კრეატიულობა, განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ბიონსემ უცხოურ მედიასთან საუბრისას.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტული და ე.წ. ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი [Lifestyle] პროექტები შეიქმნება. ასევე, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა სპორტსმენებს, კრეატიული სფეროს წარმომადგენლებსა და ლიდერებს – შექმნიან ცალკეულ პროგრამებს მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.

„ბიონსე კრეატიულობისა და ინდივიდუალური სტილის განსახიერებაა. და რაც მთავარია, ის ლიდერია. ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მომავალ თაობას და მათთვის ერთგვარი შთაგონების წყაროდ ვიქცეთ“, – ამბობს Adidas-ის წარმომადგენელი ერიკ ლიდკე.

ABK-ს ბრენდინგი “არწივების” მსოფლიო ოლიმპიადაზე მხარდასაჭერად!

რობოტი ბარისტა, რომელიც საათში 100 ჭიქა ყავას ამზადებს