აშკარაა, რომ ბიონსეს მუსიკის გარდა, სხვა ინტერესებიც აქვს… ცოტა ხნის წინ თმის მოვლის ბრენდი Cécred გამოუშვა, ახლა კი სასმელების ინდუსტრიაში შეაბიჯა. Beyoncé Knowles-Carter ამჯერად Moët Hennessy-ისთან გაერთიანდა, რათა ვისკის ახალი ბრენდი SirDavis გაგვაცნოს.
თუმცა ამას LVMH-ის შვილობილი კომპანიისგან მხოლოდ მარკეტინგულ სვლად ნუ ჩათვლით, რადგან ამბავი უფრო პერსონალურია — ვისკს სახელი დეივის ჰოგის, Knowles-Carter-ის დიდი ბაბუის პატივსაცემად დაერქვა. ფერმერისა და არაკანონიერი ალკოჰოლის მფლობელის, რომელიც მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ვისკის ბოთლებს კედარის ხეებში მალავდა. სწორედ ამ აღმოჩენამ შთააგონა Knowles-Carter, შეექმნა საკუთარი ვისკის ბრენდი.
SirDavis-ის 51% ჭვავის და 49% ალაოს ნაზავია. კლასიკური ამერიკული ჭვავისთვის დამახასიათებელ ძლიერ არომატს გვთავაზობს, ხოლო მისი ტექსტურა უფრო იაპონურ და შოტლანდიურ ვისკებს მოგაგონებთ. ასე კი სურთ, მეტ ადამიანს მისცენ ხარისხიანი ვისკის გასინჯვის შესაძლებლობა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკული ვისკის ბაზარზე SirDavis-ის გამოჩენა მნიშვნელოვან მომენტს ასახავს, ჩათვალეთ, რომ Knowles-Carter-ის მემკვიდრეობის ახალ თავს იწყებს, რითაც Beyonce სხვების შთაგონებასა და ახალი ტერიტორიებზე გასვლას წარმატებით ახერხებს.