in

ბიონსეს ახალი ალბომის ფოტო რენესანსის დროის ნახატს შეადარეს

ბიონსეს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მისი ბოლო ალბომის, Renaissance-ს გამოშვებას. მომღერალმა ტვიტერსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის ჰოლოგრამულ ცხენზე ზის და მეტალის სამოსი აცვია. 

ამ ალბომზე მუშაობამ საშუალება მომცა, მეფიქრა ოცნებებზე და გავქცეოდი საშინელ პერიოდს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იდგა. მასთან ერთად თავი თავისუფლად და თავგადასავლების მოყვარულად ვიგრძენი იმ დროს, როცა სხვა ყველაფერი თითქმის გაჩერებული იყო. ეს მოგზაურობა იყო ძიების პროცესი, თავისუფალი პერფექციონიზმისა და ზედმეტი ხმაურისგან, – წერს ბიონსე.

ფოტოს ნახვის შემდეგ თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ სურათი საოცრად წააგავდა ჯონ კოლიერის ცნობილ ლედი გოდივას (1897) ნახატს, რომელიც ასახავს მითიურ ფიგურას. ეს არის ცხენზე ამხედრებული შიშველი ქალის პორტრეტი. ლედი გოდივას ამ სურათზე ასახულია პროტესტი საკუთარი ქმრის მიმართ, რომელიც ინგლისის მოქალაქეებს გადასახადებს უზრდიდა. მართალია, ბიონსეს პირდაპირ არაფერი უხსენებია, მაგრამ ბევრი თვლის, რომ მან ტყუილად არ აირჩია სწორედ ასეთი კადრი. 

ალბომი გაყიდვაში 29 ივლისს გამოვა.

„echolize” კომპანიებს უკვე NFT მომსახურებასაც სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს