in

ჯინის ბრენდისთვის პეიზაჟებითა და მსუბუქი ემოციებით შთაგონებული დიზაინი შეიქმნა

ორი მეგობრის, ჯოშ კენედისა და კრის მასტენის, მიერ დაფუძნებული დისტილერია Beyond Distilling, რომელიც დასავლეთ ავსტრალიაში მცირე ზომის ბუტიკის სახით ჩამოყალიბდა, ჯინის წარმოებაზეა ფოკუსირებული. ხანგრძლივი შრომის შედეგად, რასაც წინ უძღოდა თავდადებისა და გატაცების განწყობა, ბრენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა.

მართალია, ამჯერად პროდუქტის ბრენდინგსა და დიზაინზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ორიოდ სიტყვით ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თავად სასმელი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და განსაკუთრებული არომატითაც გამოირჩევა. თავის მხრივ, ეს იმანაც განაპირობა, რომ მეგობრები მეღვინე გრეგ გარნიშთანაც თანამშრომლობდნენ, რომელსაც ინდუსტრიის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება ვიზუალურ იდენტობას, ის ბალანსის, სინათლისა და სიმსუბუქის იდეას ეყრდნობა — ამავდროულად, სიმბოლურად მიანიშნებს იმ სასიამოვნო განცდებზე, რომლებიც ჯინთან ასოცირდება. თითოეული ბოთლის დიზაინზე მხატვარმა ლორენ კენედიმ იზრუნა და როგორც აღნიშნავს, შთაგონების წყაროდ დასავლეთ ავსტრალიის პეიზაჟები თუ გარემო ექცა.

„საკმარისად კარგი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტია” – LEGO-ს ისტორია

როგორ შეიძლება ჰიბრიდული სამუშაო ტოქსიკურად იქცეს?