რაში შეიძლება გამოვიყენოთ ტანსაცმლის შეძენის მერე ერთი შეხედვით ყველაზე გამოუსადეგარი და უკვე უფუნქციო ეტიკეტი? საუკეთესო შემთხვევაში მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელმა Beyond Retro თავის ეტიკეტებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შემატა. ბრენდის იდეის ფარგლებში, თუ მომხმარებელი დონორობას ნებაყოფლობით გადაწყვეტს, მაშინ მათ მაღაზიის ეტიკეტი უბრალოდ საფულეში უნდა შეინახოს და მუდმივად თან ატაროს. ამგვარად, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, საავადმყოფოს ექნება უფლება ორგანოები სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენოს. კამპანიის განხორციელებაზე, Beyond Retro-სთან ერთად, სააგენტო BBDO-მ იმუშავა.