ჯეფ ბეზოსს, ჭკვიან, გამჭრიახ, მაგრამ ცბიერ და მკაცრ ადამიანად აღიქვამენ, მარკ ზაკერბერგი, თავიდანვე, სერიოზულობით და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა, სტივ ჯობსს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქარიზმა ჰქონდა, ბილ გეიტსს კი, საზოგადოება, თავიდანვე, ცოტა უხეშ და ინტროვერტ პიროვნებად იცნობდა. თუმცა, ყველა მათგანი საკულტო ლიდერად იქცა. რა აერთიანებს ამ 4 ადამიანს?

Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელას თქმით, მათ 3 რამ აერთიანებთ, რის დამსახურებითაც უსაზღვრო წარმატებას მიაღწიეს.
დიდი ლიდერები ყველაფერს ნათლად და ცხადად წარმოაჩენენ
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც, ძალიან ბუნდოვან სიტუაციაში, ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ. როცა ადამიანს შეუძლია, გაურკვეველ ვითარებაში გამოჩნდეს და ხალხს ყველაფერი მარტივად და გასაგებად აუხსნას, ეს თვისება შეუფასებელია“.
დიდი ლიდერები ქმნიან ენერგიას
„ყოველთვის ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ამიტომ, უნდა მოახერხოთ, თქვენს გარშემო შექმნათ ენერგია. ანუ უნდა შეგეძლოთ გარშემომყოფების შთაგონება, მათ განწყობაზე, დამოკიდებულებასა და ქცევაზე თქვენთვის სასურველი გავლენის მოხდენა“.

დიდი ლიდერები მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდებიან
„დამაბრკოლებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები ყოველთვის იქნება. დიდი ლიდერები არასოდეს ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, პირიქით, ერგებიან რეალობას და მოცემულ პირობებში აკეთებენ საკუთარ საქმეს. თუ შეცდომას უშვებენ, არასოდეს წუწუნებენ, გარემოებებს არ აბრალებენ და თავს არ იმართლებენ. უბრალოდ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ“.
წყარო: Inc.com












