2
Aug
2019

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციებს ყიდის და ფულს კოსმოსურ კომპანიაში აბანდებს 

2 Aug 2019

ჯეფ ბეზოსმა, „ამაზონის“ $1.8 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO), თავის წილს ისევ გაასხვისებს და თავის კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს აქტიურად დააფინანსებს.

Photo Credit: Wired

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ჯეფ ბეზოსმა, დაახლოებით, 960,000 აქცია გაყიდა, თითოეულის ფასი $1,900-მდეა. CNN-ის ცნობით, აქციათა პაკეტი, გასაყიდად მას შემდეგ გამოიტანა, რაც კომპანიის მოგება ბოლო კვარტალში, ნავარაუდევზე ნაკლები იყო.

ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ „ამაზონის“ აქციები Blue Origin-ის დასაფინანსებლად გაყიდა და კიდევ, დაახლოებით, $1 მილიარდის ღირებულების ფასიან ქაღალდებს გაასხვისებს, რადგან კოსმოსური კომპანია აქტიურ კომერციულ ოპერაციებზე გადადის.

Photo Credit: NBC

„ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ზე დიდ იმედებს ამყარებს. მან ახალი რაკეტის ძრავი და მთვარის ლედენრი (ხომალდი, რომელიც გამოიყენება მთვარეზე დაშვებისთვის) წარადგინა, რომელიც ტვირთების გადაზიდვას [მთვარეზე] მომდევნო წლის მაისიდან დაიწყებს. ასევე სურს, გიგანტური, ორბიტული ნაგებობების შექმნა, რომელსაც ავტომატურად მართვადი კოლონები ექნება“.

„ამაზონის“ გაყიდული აქციების მიუხედავად, Bloomberg-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი, $117 მილიარდით, ისევ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება.

 

განხილვა