გლობალურმა მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ „ზრდისა და განვითარების პროგრამა – BGROW “ დაიწყო. პროგრამა სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის შეიქმნა, მისი მიზანი ბიზნეს-კომპეტენციების გაზრდითა და მენტორების გრძელვადიანი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ბიზნეს მმართველების დახმარებაა.
ზრდისა და განვითარების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც გრძნობს, რომ მის კომპანიას აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებას ვერ ახერხებს, აქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, მაგრამ განვითარებას გუნდი ვერ მიყვება, აქვს ღირებული იდეა, მაგრამ არ გააჩნია საკმარისი ცოდნა, რომ მისი რეალიზება მოახდინოს. BGROW ამბიციური ლიდერისთვის შექმნილი შესაძლებლობაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მაქსიმალური ეფექტიანობა და უმოკლეს ვადებში საუკეთესო შედეგების მიღწევა.
პროგრამა პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა. 6 თვის განმავლობაში ბიზნესის მმართველებს ზრდისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს მენტორები და კომპეტენციის მენტორები გაუწევენ მხარდაჭერას. კომპეტენციის მენტორები პროგრამის მოდულებს გაუძღვებიან, გააზიარებენ ცოდნას და მონაწილე ბიზნესის პირად ქეისებზე იმუშავებენ, ხოლო ბიზნეს მენტორები მთელი პროგრამის განმავლობაში პერსონალურ მხარდაჭერას მისცემენ ბიზნეს კომპანიის მმართველებს და დახმარებიან მათ გადაიტანონ მიღებული პრაქტიკული ცოდნა ეფექტიან გადაწყვეტილებებში.
BGROW-ს უნიკალური მიდგომა 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ბიზნესებთან ეისითის წარმატებული თანამშრომლობის 20 წლიან გამოცდილებას ეფუძნება.
პროგრამა ბიზნესის მმართველებს მხარდაჭერას სთავაზობს კომპანიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც მცირე ან საშუალო ბიზნესს ინსტიტუციონალიზაცია სჭირდება, მნიშვნელოვანია სისტემების აწყობა და კონკრეტული მზარდი შედეგები. ამასთან, ბიზნესის ზრდის აუცილებელი პირობა ლიდერის პიროვნული ზრდაა, ამიტომ პროგრამა მოიცავს ისეთი მოდულსაც, რომელიც კომპანიის პირველი პირების ლიდერული უნარების განვითარებას და პიროვნულ ზრდას ემსახურება.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მცირე მხარდამჭერი ჯგუფების შექმნას, სადაც ჯგუფის მონაწილეები, ერთმანეთს გაამხნევებენ, გაუზიარებენ გამოცდილებას და მისცემენ როგორც ემოციურ, ასევე ინტელექტუალურ მხარდაჭერას.
BGROW-ში მონაწილეობა მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველებს მისცემს საუკეთესო კავშირების დამყარების, გამოცდილების ურთიერთ გაზიარების შესაძლებლობას, რაც მონაწილეებში სხვადასხვა სფეროს ხედვას გააფართოებს.
ზრდისა და განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია უკვე დაიწყო, მომავლის ლიდერებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ BGROW-ს ვებ.გვერდზე 1 მარტამდე და მიიღონ სპეციალური 20%-მდე ფასდაკლება.
[პარტნიორის კონტენტი]