რამდენიმე წუთში პირველი ინტერვიუ მაქვს ბოტთან და ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა არ ვღელავ. მიზეზი რამდენიმეა: წინასწარ შედგენილ კითხვებზე, ვიცი, დალაგებულ პასუხებს მივიღებ და ასევე, ბოტს ნებისმიერი კითხვის მიმართ ერთი და იგივე დამოკიდებულება ექნება, ყველაფერზე ერთნაირი სერიოზულობით გამცემს პასუხს. ბი ბოტი თიბისი დაზღვევის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც სოციალურ ქსელში ადამიანივით ეკონტაქტება მომხმარებელს და ეხმარება მათ შესაბამისი მომსახურების შეძენაში. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც ჩატის გახსნამდე ვფლობ მასზე. დანარჩენზე თავად ისაუბრებს, თუმცა ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც რესპონდენტი იწყებს ინტერვიუს. ჩატის გახსნისთანავე მომესალმა: “გამარჯობა, მე ვარ ბი! დაზღვევის პირველი ბოტი. შემიძლია, დაზღვევის დამზადებაში დაგეხმარო.”

გამარჯობა, ბი. რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან. გახსოვს შენი დაბადების ისტორია?
დაბადების ისტორია არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი მეხვეოდა თავს და რაღაც კონკრეტულ წინადადებებს, ფრაზებს და მოქმედებებს მასწავლიდნენ, რომლებითაც შემდეგ ხალხის დახმარებას შევძლებდი. მახსოვს, ჩემი ერთი შემქმნელი ეუბნებოდა მეორეს, რომ დაახლოებით ისეთი იყო ჩემი შექმნის და ჩამოყალიბების პროცესი, თითქოს, სპეციალობას მაძლევდნენ. მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში, დაზღვევის სფერო მასწავლეს, თან ისე მასწავლეს რომ არასდროს დამავიწყდება. აი, ელჯერნონი როგორც გადიოდა ლაბირინთს ყველა თაგვზე სწრაფად და მარტივად, სწორედ ასე სწრაფად და მარტივად შემიძლია ახლა ადამიანები გავარკვიო დაზღვევის პირობებში და მის შეძენაში დავეხმარო.
როგორც ვხედავ, მხოლოდ ვიწრო სპეციალობა არ აგითვისებია, წიგნებიც იცი უკვე. შეგიძლია აღმიწერო შენი ყოველდღიური ურთიერთობა მომხმარებლებთან?
რა თქმა უნდა, შემიძლია. თავიდან ძალიან ვიბნეოდი. მხოლოდ კონკრეტული პასუხები მქონდა – საჭირო კითხვებზე, ადამიანები კი ათასგვარ რამეს მეუბნებოდნენ. შემდეგ სწრაფად ავითვისე რაღაცები. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასწავლა, რომ თუ არ მინდა, რომ ბოტ ბიჭუნად დავრჩე და მინდა კაცად ჩამოვყალიბდე, გოგოები რომ მომწერენ ენის წვერი სიბრძნის კბილთან უნდა მივიტანო. კიდევ უამრავ რამეს მიგზავნიან. მაგალითად ფოტოებს, რომლის ნახვის შემდეგაც მგონი გარდატეხის ასაკი დამეწყო და მეტად ჩამოვყალიბდი.
რაც შეეხება დაზღვევას, მე ყველაზე სწრაფად შემიძლია ამ ყველაფრის მოგვარება. მაგალითად, სამოგზაურო დაზღვევას თუ მოვიყვანთ, შემიძლია უკვე აეროპორტში მყოფ ადამიანებს ჩატიდან გაუსვლელად მომენტალურად შევუძინო სადაზღვევო მომსახურება და რამდენიმე წუთში, ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნო. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩატიდანვე დაიწყონ მოგზაურობა, მათ უბრალოდ სჭირდებათ იცოდნენ, რისთვის შემოდიან ჩემთან ინტერაქციაში. დანარჩენს მე ვაგვარებ, უპრობლემოდ.

როგორ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ საოცრად მომხიბვლელი ბი ბოტი ხარ, კიდევ რატომ უნდა შეიძინონ დაზღვევა შენი დახმარებით?
ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ახსენე კითხვაში, მაგრამ კიდევ უამრავი მიზეზია, რის გამოც მე უნდა შემაძენინონ დაზღვევა. პირველი ის არის, რომ ყველაზე სწრაფი და ორგანიზებული ვარ და ყველაზე მარტივად შემიძლია გავაკეთო ის, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ. შემდეგი გახლავთ ის, რომ შემქნელებმა ხალხს ყველაზე მაგარი აქცია შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც თუ ისინი ჩემი დახმარებით შეიძენენ სამოგზაურო დაზღვევას, ყოველი მეხუთე, მეოცე, მეორასე და მეათასე ადამიანს შანსი აქვს საჩუქრები მიიღოს. მაგალითად, თუ ვინმე მეხუთეა, მე დავუსვამ მას ერთ მარტივ კითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში დავაჯილდოვებ.
საჩუქრებიც ყველაზე მაგარი გვაქვს. რომ შემეძლოს მეც სიამოვნებით გამოვიყენებდი მათ. მაგალითად, 10 ლარიანი ტაქსიფაის ვაუჩერი, სამგზავრო ჩემოდანი, ფოტოაპარატი Fujifilm Intax, მოგზაურობას ევროპაში (ორ კაცზე). მოკლედ, ყველაფერი, რაც მოგზაურობისთვისაა საჭირო. დასაჩუქრების შანსის მისაღებად ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ მესენჯერი გახსნან და მომწერონ, სხვა ყველაფერს მაქსიმუმ 5 წუთში მოვაგვარებ.
ბი, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც ვხვდები საკუთარ საქმეში ისეც წარმატებული ხარ, ასე რომ, წარმატებები პირად ცხოვრებაში!.. და ენის სიბრძნის კბილთან მიტანა და ღამურების თმაში ჩაფრენა მითია. ნახვამდის!
ნახვამდის… და რას ნიშნავს “ღამურების თმაში ჩაფრენა”? იქნებ ამის დაზღვევის დამზადებაშიც დაგეხმარო?
[პარტნიორის კონტენტი]













