in

20 მარტს რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება!

ბია“–სა და „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ორგანიზებით 2017 წლის 20 მარტს სასტუმროში რადისონ ბლუ ივერია ტარდება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. მისი მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული 400-ზე მეტი დელეგატის – ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და  საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები. სამუშაო დღის წესრიგის სანახავად ესტუმრეთ ფორუმის გვერდს: www.biaforum.ge

BOG
BOG

რეგისტრაცია

გაცნობებთ, რომ ფორუმზე დასასწრებად რეგისტრაცია აუცილებელია. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://biaforum.ge/real_forum/public/register, დასწრების დასტურს კი მიიღებთ 17 მარტამდე. მთავარ პანელურ სესიებზე (პირველი ორი სესია) ადგილების სიმცირის გამო დასწრება შეეძლებათ კომპანიების მხოლოდ პირველ პირებს, დანარჩენ სესიებზე კი _ კომპანიის სხვა მენეჯერებს.

B2B შეხვედრები

ბიზნესის წარმომადგენლებს პოტენციურ ინვესტორებთან B2B შეხვედრის დასაგეგმად „ბია“ გთავაზობთ მხარდაჭერას. შეხვედრის მიზანია პროექტის/კომპანიის წარდგენა ფინანსური რესურსის მოსაზიდად, საექსპორტო არხების განსავითარებლად და უცხოურ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დასამყარებლად. საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ გთავაზობთ დახმარებას ინვესტიციის მოზიდვაში. ამისათვის საჭიროა, გაფორმდეს კონფიდენციალურობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც AGC უფასოდ დაიწყებს თქვენთვის ინვესტორების მოძიებას, როგორც ფორუმის ფარგლებში, აგრეთვე მის ფარგლებს  გარეთ. თუ პოტენციური ინვესტორი დაინტერესდა თქვენი პროექტით და შედგა საქმიანი შეხვედრა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგეკისრებათ მომსახურების საკომისიო. ვინაიდან ფორუმზე მოწვეულ ინვესტორებს უკვე ეგზავნებათ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული საინვესტიციო წინადადებები, გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში 17 თებერვლამდე დაუკავშირდეთ ბ-ნ გიგა ორკოშნელს შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected]

Shop Fest

ფორუმის ფარგლებში გაიმართება შოფინგ ფესტივალი, რომლის მიზანია წლის განმავლობაში ტრადიციად აქციოს ერთი დღე, როდესაც საქართველოში არსებული ბიზნესები შეძლებენ ექსკლუზიური პირობებითა და ფასით ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვას. მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფს.

ურთიერთობები კედლებს მიღმა – Diesel–ის კამპანია Make Love Not Walls

მოცხარით ნაპოვნი თავისუფლება – Edeka–ს თბილი ისტორია ჯანსაღ კვებაზე