21
მარ
2017

თბილისში „ბიას“ ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა

21 მარ 2017

2017 წლის 20 მარტს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“(BIA) საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ფორუმის მიზანია გაზარდოს საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა და ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

BOG PLUS

პანელურ სესიებზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები, საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის დაარსება და ვენჩურული კაპიტალის ფონდების გლობალური გამოცდილება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა და სხვა გამოწვევები.

მონაწილეებს შორის იყვნენ Global Investment Advisors–ის პრეზიდენტი – როჯერ ნაი, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings–ის უფროსი დირექტორი, ჯულია ბელსკაია ვონ ტელი, ვენჩურული კაპიტალისტები, ლაურენს რაითი და ზაკ ლაურენსი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის(IFC) რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, ქართული წარმოშობის ამერიკული წამყვანი ბანკის Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტი Wealth management-ის კუთხით, ჯორჯ აკირთავა, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

ბიას ფორუმი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ და „ბიას“ დამფუძნებელმა, აიეტ კუკავამ გახსნა, რის შემდეგაც ინვესტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ფინანსთა მინისრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მიმართეს. „ფორუმის მთავარი მიზანია, დააკავშიროს ადგილობრივი კომპანიები სტრატეგიულ პოტენციურ პარტნიორებთან, რათა ქვეყანაში მეტი ნოუ ჰაუ და თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდეს. ჩვენ ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ ინვესტორებს და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ შევქმნათ მეტი შესაძლებლობა თანამშრომლობისთვის“ – აცხადებს ფორუმის მასპინძელი, ბ-ნი აიეტ კუკავა.

„ბიას“ ფორუმის ფარგლებში, გაიმართა შოპინგ ფესტივალი, სადაც საქართველოში არსებული ბიზნესები ექსკლუზიური პირობებითა და ფასით იყვნენ წარმოდგენილები. ფესტივალს ესწრებოდნენ როგორც ფორუმის მონაწილეები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.

„ბიას“ მხარდაჭერით, გაიმართა B2B შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური რესურსის მოსაზიდად განევითარებინათ საექსპორტო არხები და დაემყარებინათ გრძელვადიანი ურთიერთობა უცხოურ კომპანიებთან.

ფორუმის მასპინძელი კომპანიაა  – „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო“, რომელიც მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა აქტიური კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც უცხოელ ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს. „ბია“  წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში. 

ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ:

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგიKing David, პაშა ბანკი.

მედია მხარდამჭერები ბიზნესკონტრაქტი, რადიო ფორტუნა

განხილვა