6
დეკ
2016

„ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ რებრენდინგი, განახლებული ლოგო და ვებ–გვერდი

6 დეკ 2016

ნებისმიერი ბიზნესის სწორად სამართავად, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სანდო და გადამოწმებული ბიზნეს ინფორმაციაა. კომპანიები უდიდეს მატერიალურ და დროის რესურსს ხარჯავენ საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ატარებენ კვლევებს, ეძებენ პარტნიორებს, კონკურენტებს, მომწოდებლებს და ა.შ. “ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს” (ბია) ონლაინ მონაცემთა ბაზა მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ 25 000–მდე ორგანიზაციაზე. მომხმარებლებს შეუძლიათ მოიპოვონ უკვე დამუშავებული და გადამოწმებული ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტზე, მარკეტინგზე, ფინანსებსა და სიახლეებზე და პლატფორმის მეშვეობით, დაამუშაონ და დაახარისხონ სასურველი კომპანიები 60-მდე კრიტერიუმის მიხედვით.

BOG PLUS

„ბიამ“ახალი საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა, რამაც რებრენდინგის საჭიროება მოიტანა. ცვლილებები მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური სერვისების და მომსახურეობის ფართო სპექტრი შესთავაზებას გულისხმობს.

ბია1

 

„ბიას“ მთავარი მიზანია, ონლაინ მონაცემთა ბაზა მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე. რებრენდინგის მთავარი საჭიროებაც სწორედ ბაზის გაუმჯობესებამ განაპირობა. შეიცვალა ვებ გვერდი, დაიხვეწა ონლაინ პლატფორმა, დაემატა ახალი ველები და რეკლამის უნიკალური შესაძლებლობები. კომპანიებს შეუძლიათ შეარჩიონ ბაზაში არსებული კრიტერიუმების მიხედვით, კონკრეტულად რომელ მენეჯერს გამოუჩნდეს მათი რეკლამა და არა ზოგადად განათავსონ ბანერი საიტზე, რომელსაც არ იციან, ვინ ნახავს. შეუძლიათ აირჩიონ Bia Remarketing და მათი კომპანიის პროფილზე შესულ მომხმარებელს სხვა გვერდებზე გადასვლისას გაყვება მათი რეკლამა. რეკლამის განთავსება ასევე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების პროფილებზე და კომპანიისთვის სასურველ დარგებში, რათა რეკლამა მაქსიმალურად სამიზნე ჯგუფზე იყოს მორგებული. ამავდროულად, კომპანიებს შეუძლიათ დეტალური სტატისტიკის მიღება, თუ ვინ შევიდა მათ პროფილზე და შემდეგ ბიას მეილ მარკეტინგის მეშვეობით  მოუმზადონ შეთავაზება ზუსტად იმ პროდუქტზე, რაზეც შეჩერდა მომხმარებელი პროფილზე ვიზიტის დროს,” – განაცხადა “ბიას” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ზამთარაძემ ჩვენთან საუბრისას.

„ბიას“ ახალი ლოგო დიზაინერ გია ბოხუას მიერაა შექმნილი. ახალი გრაფიკული ნიშანი ადვილად დასამახსოვრებელია და უკეთ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ცნობადობას.

განხილვა