in

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინოკვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს. 

მაყურებელს საშუალება ექნება რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის  – კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და .მონაწილე, წლის გამორჩეული ფილმები.  

წელს, კინოფესტივალი წინა წლებისგან განსხვებული ფორმატით ჩატარდება – ჟიურის ნაცვლად, კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.  

საფესტივალო ფილმების ჩამონათვალს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

შეიძინეთ ბილეთები tkt.ge-ზე და მხარი დაუჭირეთ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, ისიამოვნეთ BIAFF 2025-ის ექსკლუზიური კინოკოლექციით.

[R]

როდესაც ყველა AI-ს იყენებს, ფიქრი და აზროვნება შენი იარაღი ხდება

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard